საათი, რომლის შექმნასაც 3.5 წელი დასჭირდა - ვინ არის ქართველი მილიონერი, რომელიც 20-მილიონიანი, უნიკალური საათის მფლობელია
ბოლო დღეებში საათების ინდუსტრიაში არსებულ ერთ-ერთ საიდუმლოს აეხადა ფარდა - წლების განმავლობაში არსებობდა კითხვა - ვინ გახდა Jacob & Co-ს ყველაზე ამბიციური, $20,000,000-ად შეფასებული შედევრის მფლობელი?
მისი მფლობელი ქართველი ბიზნესმენი და კოლექციონერი, მონაკოში მცხოვრები დავით ნატროშვილია (სოციალურ ქსელებში ცნობილი, როგორც David Natro). პოპულარულმა პლატფორმებმა, მათ შორის Superwatchman-მა და The Trillionaire Life-მა, ოფიციალურად დაადასტურეს, რომ უნიკალური საათი Billionaire Timeless Treasure (რომელიც მხოლოდ ერთადერთ ეგზემპლარადაა შექმნილი) სწორედ მის მაჯას ამშვენებს.

საათი, რომლის შექმნასაც 3.5 წელი დასჭირდაJacob & Co. Billionaire Timeless Treasure არ არის უბრალოდ აქსესუარი - ის საიუველირო ხელოვნების მწვერვალია.
ბრენდის დამფუძნებელმა ამ საათის შესაქმნელად წარმოუდგენელი რესურსი გაიღო. მისი წარმოება 3.5 წელზე მეტხანს გაგრძელდა, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებდნენ იდენტური ფერისა და სისუფთავის ყვითელ ალმასებს.