ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - რა დეტალებია ცნობილი? - კვირის პალიტრა

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - რა დეტალებია ცნობილი?

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის ბალონის აალების შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დაშავებულებმა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მსუბუქი დამწვრობები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებიც იყვნენ მობილიზებული.