რა ხდება გორში, სადაც ავტოავარიის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა - ემოციური კადრები ტრაგედიის შემთხვევის ადგილიდან
გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედაც და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.
ტრაგედიის ადგილას საზოგადოება მიდის და გარდაცვლილთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად სანთლები, ყვავილები მიაქვთ.
კადრებს “ქართლის ამბები“ ავრცელებს.