"ბუღაძეს სტატიებში ხარისხი დავუწუნე - ვუსაყვედურე, რომ ანაზღაურების შესაბამისი ხარისხი დაედო და არა მის “კუხნაში” ნაჭორავები სიტყვაკაზმულობა" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი?!
"მეგობრებო, ბუღაძეს, როგორც "ტაბულას" ავტორს, რომელსაც ფულს ვუხდიდი მის სტატიებში ხარისხი დავუწუნე - ვუსაყვედურე, რომ ანაზღაურების შესაბამისი ხარისხი დაედო და არა მის “კუხნაში” ნაჭორავები სიტყვაკაზმულობა", - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
"ავუხსენი მისი კალამბურები არ ყოფნის ხარისხის დასაჭერად - შრომა და თემის მოკვლევა სჭირდება.
იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და “MIHAS” თავზარით ხსნის. მაგ სიმართლით ივლის", - წერს ჩერგოლეიშვილი.