შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეუჩერა ობიექტს, რომლის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას ერთი პირი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეუჩერა ობიექტს, რომლის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას ერთი პირი ემსხვერპლა

ქუთაისში მშენებლობაზე მომხდარი ინციდენტის მოკვლევა შრომის ინსპექციის სამსახურმა დაიწყო. უწყების გადაწყვეტილებით, ობიექტს სამუშაო პროცესი შეუჩერდა.

ცნობისთვის, ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.

კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ასრულებდა.

“ინტერპრესნიუსი“