"ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე" - რას აცხადებს გორში მომხდარი ავარიის საქმის პროკურორი? - კვირის პალიტრა

"ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე" - რას აცხადებს გორში მომხდარი ავარიის საქმის პროკურორი?

"ბრალ­დე­ბულს 225 ვი­დე­ო­ჯა­რი­მა ჰქონ­და, მათ შო­რის სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე", - ამის შე­სა­ხებ გორ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­ა­ვა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რორ­მა შო­რე­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა "ქარ­თლის ამ­ბებს" გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც გო­რის ცენ­ტრში მან­ქა­ნით დედა-შვილს და­ე­ჯა­ხა, ბრალ­დე­ბუ­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბით სარ­გებ­ლობ­და და არ ჰქონ­და ჩა­მორ­თმე­უ­ლი.

ცნო­ბის­თვის, გორ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე, რო­მელ­საც დედა-შვი­ლი ემსხვერ­პლა, და­კა­ვე­ბულ რე­ვაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-9 ნა­წი­ლით (ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.