რუსებმა კიევს დაარტყეს - არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 16 წლის მოზარდია.
რუსებმა იერიში მიიტანეს კიევის სვიატოშინსკის და დარნიცკის რაიონებზე. დარნიცკის რაიონში ადმინისტრაციული საწყობის შენობაში ხანძარი გაჩნდა.
"ინტერპრესნიუსი"