საქართველოში "გრეჩიხა" გაქრება?! - რუსული კრიზისის მეტასტაზები - კვირის პალიტრა

საქართველოში "გრეჩიხა" გაქრება?! - რუსული კრიზისის მეტასტაზები

რუსეთი, რომელიც საქართველოში იმპორტირებული წიწიბურას თითქმის 99%-ს უზრუნველყოფს, დეფიციტის რისკის წინაშეა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მათი ინფორმაციით, მიზეზი გვალვა და საწვავის კრიზისია.

კერძოდ, ციმბირის უდიდეს სასოფლო-სამეურნეო მწარმოებელ ალტაის მხარეში ხორბლის, რაფსის, წიწიბურას და ქერის მოსავლის 30-50%-ით შემცირებას პროგნოზირებენ. საწვავის დეფიციტი მოსავლის აღების კამპანიაზე ზეწოლას ახდენს: ბენზინის მაღალი ფასებისა და შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო მცირე საწარმოები ვეღარ მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ წიწიბურა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სტრატეგიული სასურსათო პროდუქტების ნუსხაშია. სრული სია მოიცავს შემდეგ ძირითად პროდუქტს: წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი და ლობიო. აღნიშნული პროდუქტებიდან დიდი ნაწილი საქართველოში უცხოეთიდან შემოდის, წიწიბურას იმპორტი კი ძირითადად რუსეთიდან ხორციელდება.

განაგრძე კითხვა