დრონების შოუ, 400 სტუმარი და 1 სთ-იანი ღონისძიება - რა იგეგმება ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე
ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო მომსახურების მიწოდებას შპს „ვანილა ივენთი“ უზრუნველყოფს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოცხადებულ შესყიდვაში სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ მასთან უკვე ხელშეკრულებაც გააფორმა.
გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიების ჩატარება 515 008 ლარი დაჯდება.
„ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ჩატარების ღონისძიების კრეატიული კონცეფციის, ვიდეოწარმოების და შოუ-პროდუქციის სრული ორგანიზების და მომსახურება შესყიდვა,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 20 ივლისს, 15:00 საათზე.
ინოვაციების სააგენტოსა და შპს „ვანილა ივენთს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დეტალურად არის გაწერილი, თუ რა მომსახურების მიწოდების ვალდებულება აქვს კომპანია. მათ შორისაა: