მსოფლიოს 100 საუკეთესო ყველს შორის 2 ქართულია - TasteAtlas-ისმა რეიტინგი განაახლა
მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყველის სტატუსი ბერძნულმა Graviera Naxou-მ დაიმსახურა - ამის შესახებ პოპულარული პლატფორმის, TasteAtlas-ის უახლეს რეიტინგში - „100 საუკეთესო ყველის სახეობა მსოფლიოში“ - არის ნათქვამი.
37 ათასი მომხმარებლის შეფასებებზე დაყრდნობით, საუკეთესო ყველის სამშობლოდ, საბერძნეთთან ერთად, ასევე იტალია, საფრანგეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრაზილია და პოლონეთი დასახელდნენ. რეიტინგის პირველ ათეულში სწორედ ამ ქვეყნების სხვადასხვა პროდუქტი გადანაწილდა.
აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში - „100 საუკეთესო ყველის სახეობა მსოფლიოში“ საქართველოდან ორი დასახელების ყველი - ტენილი და სულგუნი მოხვდა, შესაბამისად, მათ მე-17 და 35-ე პოზიციები დაიკავეს.
„ტენილი უნიკალური ქართული ყველია, რომელიც სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მზადდება. მისი დამზადება შეიძლება როგორც ძროხის, ისე ცხვრის რძისგან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რძე მაღალი ცხიმიანობით გამოირჩეოდეს. ყველს ჯერ წურავენ, ხოლო შემდეგ თბილ მასას ხელით მრავალჯერადად წელავენ თხელ ძაფებად, რაც მას განსაკუთრებულ ფორმასა და ვიზუალს სძენს.