რა თქვა სასამართლოზე ჯაშუშობისთვის ბრალდებულმა გიორგი უძილაურმა?! - კვირის პალიტრა

რა თქვა სასამართლოზე ჯაშუშობისთვის ბრალდებულმა გიორგი უძილაურმა?!

გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს. თქვა: “მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, არამედ დამამუშავებდა”, ასევე თქვა, მე პოზიციებს არ ვიცვლი იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ტრენდი პოლიტიკაშიო, - ამის შესახებ ჯაშუშობის მუხლით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატმა ბექა გულედანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები არ არის.

“დღეს არსებითი განხილვის პირველი სხდომა იყო. მხარეებმა თქვეს შესავალი სიტყვები. ბრალდების მხარემ დააფიქსირა, მტკიცებულებები გვაქვსო. დაცვის მხარემ დააფიქსირა, რომ მტკიცებულებები არ არის.

გიორგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. თქვა: “მე რომ ჯაშუში ვყოფილიყავი, კონტრდაზვერვა კი არ დამაკავებდა, არამედ დამამუშავებდა”, ასევე თქვა, მე პოზიციებს არ ვიცვლი იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ტრენდი პოლიტიკაშიო.

საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები არ არიან. ტელევიზიაში გავრცელებულ კადრებში ვინც ჩანს, ნაცნობები არიან, კონვერტში რა იდო? იდო თანხა? ვინმემ თანხა ნახა? საქმეში არ არის. არავინ არ იცის კონვერტში რა იდო, გამოძიებამ დაადგინოს. ასევე, საქმეში არანაირი დაშიფრული მასალები არ არის”, - განაცხადა ბექა გულედანმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა