უკრაინულმა დრონებმა მორიგი რუსული ბომბდამშენი ააფეთქეს...ოღონდ ჩამოწერილი...
უკრაინული საშუალო სიშორის მოქმედების კამიკაძე-დრონები აგრძელებენ საჰაერო შეტევებს ანექსირებული ყირიმის რუსულ სამხედრო აეროდრომებზე და უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეციალური დანიშნულების ცენტრმა „ომეგამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათმა ორმა დრონმა წარმატებული „წერტილოვანი“ დარტყმები მიაყენეს „საკის“ სამხედრო აეროდრომზე გასაფრენად გამზადებულ რუსულ საფრონტო ბომბდამშენს Су-24М-ს...
უკრაინულმა მხარემ ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც გააზიარა, რომელიც გადაღებულია უკრაინული თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე - დრონის საბორტე ვიდეოკამერით და წყდება ამ დრონის რუსულ ბომდამშენზე შეჯახებისა და აფეთქების მომენტში...
თითქოს ამ ვიდეოში ყველაფერი ზუსტადაა გადმოცემული და არც ანექსირებული ყირიმის ამ რუსულ სამხედრო აეროდრომს „საკის“ დაჰკლებია აქამდე უკრაინული დრონების ხშირი „დაუპატიჟებელი სტუმრობები“, ისევე როგორც ცნობილია,რომ ამ ომში რუსეთმა უკვე დაკარგა არანაკლებ 15 ერთეული საფრონტო ბომბდამშენი Су-24М და მისი სადაზვერვო მოდიფიკაცია Су-24МР-ი,მაგრამ რაღაცამ მაინც აღძრა ეჭვი...
უკრაინის ეროვნული გვარდიის მიერ გავრცელებული ამ დაბალი ხარისხის ვიდეოს დეტალურად გაანალიზების შედეგად გამოჩნდა, რომ უკრაინული დრონის სამიზნე მართლაც გახდა რუსული Су-24М (რომელსაც მარცხენა ბორტზე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დროშა ეხატა,რადგან „საკის“ აეროდრომზე დისლოცირებულ 43-ე ცალკეულ საზღვაო მოიერიშე საავიაციო პოლკს ეკუთვნოდა), ოღონდ ის...ჩამოწერილი გახლდათ, არასაბრძოლო მდგომარეობაში და უკრაინული კამიკაძე-დრონების ოპერატორებისთვის ერთგვარ სატყუარას წარმოადგენდა...
ამაზე მეტყველებს შემდეგი დეტალები, რომლებიც ვიდეოს ბოლო წამებზე აღიბეჭდა-რუსული ბომბდამშენის ეკიპაჟის კაბინის მარცხენა ნაწილი მოხსნილი იყო,ისევე როგორც ბომბდამშენის ფიუზელაჟის ბევრი ტექნიკური ლიუკი,ხოლო თვითმფრინავის კილს(ვერტიკალურ საჭეს) კონსტრუქციის ზედა ნაწილი აკლდა...
ასეთ მდგომარეობაში ვერცერთი თვითმფრინავი ვერ აფრინდება და ყველაზე რეალური ვერსიაა, რომ რუსმა სამხედროებმა ეს ჩამოწერილი და ნაწილებნაკლული 24,5 მ-ის სიგრძის ბომბდამშენი სპეციალურად გამოაგორეს ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლს სიახლოვეს, რომ უკრაინელი დრონების ოპერატორები მოეტყუებინათ-შორიდან ეს ბომბდამშენი მართლაც ჰგავდა გასაფრენად გამზადებულს, მაგრამ როდესაც უკრაინული დრონი მასთან ოციოდე მეტრში მიფრინდა და გამოჩნდა, რომ ეს სატყუარა გახლდათ, დრონის ოპერატორი უბრალოდ ვეღარ მოასწრებდა სწრფად ამის ამოცნობას და სხვა სამიზნის ძებნის დაწყებას.
ამავე ბლოგ „არსენალის“ 1 ივლისის სტატიაში „ყირიმიდან რუსების გაქცევის დრო ახლოვდება?! - უფეთქებენ თვითმფრინავებს დაცულ ანგარებშიც“,ვწერდით რომ ანექსირებულ ყირიმში რუსულ სამხედრო აეროდრომ „საკის“ უკრაინელებმა ამ ომის დაწყებიდან უკვე მიაყენეს არანაკლებ ოთხი წარმატებული საჰაერო დარტყმა და იქ მართლაც გაანადგურეს ღია ცის ქვეშ მდგარი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები,რის შემდეგაც რუსულმა მხარემ ამ აეროდრომზე დაცული, გადახურული რკინაბეტონის ანგარების აშენება დაიწყო და მათ შიგნით გადამალა ყველა გამართული და ბრძოლისუნარიანი თვითმფრინავი.შესაბამისად, გარეთ ღია ცის ქვეშ დარჩნენ მხოლოდ ჩამოწერილი ბომბდამშენები, რომლებიც გაუნძრევლად იდგნენ წლების განმავლობაში ამ აეროდრომის მიყრუებულ ადგილებში,რასაც უკრაინული სამხედრო დაზვერვაც კარგად ხვდებოდა და მათ რეალურ სამიზნეებად არ აღიქვამდა.
თუმცა, ეტყობა ერთ ასეთ ჩამოწერილ ბომბდამშენს დაჩუტული საბურავები რაღაცნაირად დაუბერეს და ბეტონირებულ ბილიკზე გამოაგორეს იმის საჩვენებლად, რომ თითქოს გასაფრენად ამზადებდნენ და ამ სატყარას წამოეგნენ უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეციალური დანიშნულების ცენტრის „ომეგას“ დრონების ოპერატორები...
ეს, რა თქმა უნდა არ არის დიდი ტრაგედია და თანაც უკრაინელებისთვისაა პრობლემა, რომ მისი ოპერატორები ჩამოწერილ ბომბდამშენ-სატყუარას „წამოეგნენ“, არამედ რუსი ოკუპანტებისთვის წარმოადგენს დიდ თავსატეხს, თუ როგორ აღწევენ ფრონტის ხაზიდან 180 კმ-ით დაშორებულ „საკის“ აეროდრომს უკრაინული დრონები ასე ხშირად და ადვილად...
ჩამოწერილი თვითმფრინავების აეროდრომებზე სატყუარების სახით განთავსების ეშმაკობა უკრაინელ სამხედროებსაც არაერთხელ გამოუყენებიათ და ეტყობა ეს ტაქტიკა ორივე მხარის მიერ შემდგომშიც გაგრძელდება,რადგან ომი მოწინააღმდეგის მოტყუების ხელოვნებაა...