ტრამპზე თავდასხმა: დადგმული სპექტაკლი თუ სიკვდილთან თამაში?!
2026 წლის 14 ივნისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 80 წელი შეუსრულდა. გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მთელი მისი განვლილი ცხოვრება ერთი, ათწლეულების მანძილზე გაგრძელებული შოუა: დიდი წარმატებებითა და შედარებით უმნიშვნელო დამარცხებებით აღსავსე. ტრამპი ორჯერ გახდა აშშ–ის პრეზიდენტი, რითაც ახალგაზრდობაში თავისი, ალბათ ყველაზე გაბედული ოცნებები აისრულა.
უნდა ვაღიაროთ – ის დაბადებიდან შოუმენია: ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც, ამიტომ ტრაპისთვის ყოველთვის მთავარი იყო და არის, რომ მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფილიყო და მასზე ელაპარაკათ: მნიშვნელობა არ აქვს ცუდი, თუ კარგი. შოუბიზნესში მიღებული უდიდესი გამოცდილება მან პოლიტიკაში გადაიტანა და ბევრისთვის მოულოდნელად უდიდეს წარმატებებსაც მიაღწია. დონალდ ტრამპი ახალგაზრდობიდანვე რისკიანი იყო, უფრო სწორად, ხშირად ავანტიურიზმში რომ გადადის, იმდენად რისკიანი. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ აშშ პრეზიდენტობის ამბიციები მას ჯერ კიდევ 2000 წელს ჰქონდა, თუმცა მაშინ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ჯორჯ ბუში–უმცროსი გახდა. ამის შემდეგ ტრამპი საკუთარი პოლიტიკური იმიჯის შექმნასა და მხარდამჭერების მოზიდვაზე გადაერთო. ცნობილი „მაჩო“, მილიარდელი და შოუმენი დონალდ ტრამპი პოპულისტური დაპირებებით თანდათან იხვეჭდა მომხრეებს. ის მაშინაც ისეთივე თავდაჯერებული და ამბიციური იყო, როგორიც დღესაა და შოუმენის ალღო არასდროს არ ღალატობდა, ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი, რაშიც ქვემოთ თავად დარწმუნდებით.
2024 წლის 13 ივლისის ინციდენტი მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოებისა და მასმედიის მთავარ თემად იქცა, ხოლო სოციალურ ქსელებში მძაფრი განხილვის საგანი გახდა. ძალზე ბევრი თვლიდა, რომ ტრამპზე თავდასხმა „დადგმული სპექტაკლი“ იყო და საპრეზიდენტო ბრძოლაში დამატებითი ხმების მოპოვებას ისახავდა მიზნად. რას ეყრდნობოდა ამ სკეპტიკოსების არგუმენტები? უმთავრესად თავდასხმიდან ერთი წუთის შემდეგ გასისხლიანებული დონალდ ტრამპის „თეატრალურ“ ქცევას და ამერიკული ტრილერის ჟანრში „მინი სპექტაკლის“ გათამაშებას. ამ ვერსიას რომ მივყვეთ „გლობალურ შეთქმულებამდე“ მივალთ, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო აშშ–ის სპეცსამსახურების ათობით თანამშრომელს და თავად მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დანიშნულ და მის ერთგულ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს.
ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ტრამპის გამოსვლის დროს მისი დაჭრის და ამ დროს პირადი დაცვის მოქმედებების ამსახველი მრავალი ფოტო–ვიდეო მასალა არსებობს (მაგ. https://vk.com/video-25232578_456322844), ამიტომ დღევანდელ ჩვენ საუბარს ერთგვარი ფოტო რეპორტაჟის ფორმატი ექნება და დასკვნებიც ამ ტერორისტული თავდასხმის ამსახველი ფოტო–ვიდეო მასალის ანალიზზე იქნება დაფუძნებული. უშუალოდ მოვლენის კვალდაკვალ გადაღებული ფოტო და ვიდეო კადრები კარგად ასახავს თავდასხმის მთელი პროცესის დინამიკას: დასაწყისს, განვითარებას, კულმინაციას და დასასრულს. პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერთან ახლოს ღია ცის ქვეშ გამართულ საარჩევნო მიტინგის სცენაზე დონალდ ტრამპი 13 ივლისის საღამოს 6:03 საათზე (ადგილობრივი დროით) ავიდა და 6:05 საათზე საუბარი დაიწყო. გამოსვლის დაწყებიდან ექვს წუთში, საღამოს 6:11 საათზე, ერთ–ერთი შენობის სახურავზე ჩასაფრებულმა თომას კრუკსმა რვა

გასროლა განახორციელა. ეს მართლაც, რომ უნიკალური ფოტოა, სადაც კარგად ფიქსირდება ტყვიის გულა, რომელმაც დონალდ ტრამპს მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუკაწრა.

ამის შემდეგ ტრამპი ინსტიქტურად ხელით შეეხო ყურს, შემდეგ კი ძირს, ტრიბუნის
უკან ჩაიმალა. 4–5 წამში „საიდუმლო სამსახურის“ პირადი დაცვის რამდენიმე თანამშრომელი ტრამპს ზედ გადაეფარა.

ისინი ამოწმებდნენ იყო თუ არა ტრამპი კონტაქტური და შეეძლო თუ არა მოძრაობა. პარალელურად დაიწყო თავდასხმელის მდებარეობის დადგენა და სროლიდან 16 წამის შემდეგ თომას კრუკსი „საიდუმლო სამსახურის“ კონტრსნაიპერული ჯგუფის მებრძოლმა მოკლა. ქვედა ფოტოზე კარგად ჩანს, რომ სცენაზე მწოლიარე ტრამპს პირადი დაცვის

ერთ–ერთი და ყველაზე აქტიური წევრი, რომელსაც პირობითად „ფრენკი“ ვუწოდოთ, ჩამუხლულია, თეთრი ხელსახოცით უწმენდს ტრამპს ყურიდან სახეზე ჩამოსულ სისხლს. პირადი დაცვა იღებს ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ლიკვიდირებულია და ისინი ტრამპს წამოდგომაში ეხმარებიან. ქვედა ფოტოზე კარგად ჩანს, რომ „ფრენკი“ ცდილობს სახეზე

სისხლი მოწმინდოს ტრამპს, ის კი რაღაცას ეუბნება. შემდეგ ფოტოებზე დაინახავთ, რომ ტრამპს მხოლოდ ლოყიდან ჩამოწმინდა „ფრენკმა“ სისხლი, ხოლო ყურზე, ცხვირთან და ტუჩებზე ტრამპს კვლავ ორი, შორიდანაც კარგად გასარჩევი სისხლის ზოლი დარჩა. აქ მინდა მკითხველს აშშ–ის „საიდუმლო სამსახურის“ ინსტრუქცია/პროტოკოლი გავაცნო, რომელიც შემდეგ პრინციპს ეფუძნება: „ჯერ გადაარჩინე საფრთხისგან — მერე უმკურნალე.“ ინსტრუქცია ავალდებულებს პირად მცველს დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს პირველადი სამედიცინო დახმარება დასაცავ პირს, თუ ის დაშავდება ან ჯანმრთელობისთვის საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდება. თუმცა დაცვის პრიორიტეტები და თავდასხმის დროს მოქმედების თანმიმდევრობა ამგვარია:
საფრთხის ნეიტრალიზაციადაცული პირის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანადაუყოვნებლივი პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზეანუ, პირადი დაცვა მხოლოდ დაცვით არ შემოიფარგლება: ისინი პირველივე წამებში მედიკოსის ფუნქციასაც ასრულებენ, სანამ პროფესიონალი ექიმები ჩაერთვებიან. ამისთვის „საიდუმლო სამსახურის“ თანამშრომლები გადიან სპეციალურ ტრენინგს: პირველადი სამედიცინო დახმარება; ტრავმაზე რეაგირება, სისხლდენის შეჩერება; გულისა და ფილტვის რეანიმაცია და სხვ. აქედან გამომდინარე 2024 წლის 13 ივლისს პირადი დაცვის წევრებს

რას ეუბნება ტრამპი „ფრენკს“?, ჩემი აზრით: სისხლი ამ მომწმინდო, სისხლი ამ მომწმინდო!
უნდა ჩაეტარებინათ მინიმალური პირველადი სამედიცინო რეაგირება: მთლიანად მოეწმინდათ ტრამპის სახიდან სისხლი, რათა ვიზუალურად დაედგინათ ხომ არ იყო ყურის გარდა სისხლდენის სხვა კერა.

თუმცა ასე არ მოხდა და ტრამპს სახეზე სისხლის ორი ხაზი დარჩა. რატომ არ მოწმინდეს სისხლი მთელი სახიდან? ქვედა ფოტოზე ხედავთ, რომ დონალდ ტრამპი, რომლის სიცოცხლეც ერთი წუთის წინ საფრთხეში იყო, მუშტმოღერებული გაჰყვირის: „ბრძოლა!

ბრძოლა! ბრძოლა!“
სწორედ ამგვარი „თეატრალური სცენების“ გამო ბევრს მიაჩნდა (ზოგს ახლაც მიაჩნია), რომ ტრამპზე თავდასხმა დადგმული სპექტაკლი იყო. ჩემი აზრით ეს არასწორი მოსაზრებაა: ამგვარი ჩანაფიქრი უდიდესი რისკი და სიკვდილთან თამაში უფროა, ვიდრე „სპექტაკლი“ და თავად დონალდ ტრამპი ამ რისკზე არ წავიდოდა. ვფიქრობ რეალური თავდასხმის შემდეგ

სიკვდილგადარჩენილ ტრამპს შოუმენის ალღომ არ უმტყუნა და მან პირად დაცვას სახიდან სისხლის მოწმენდა აუკრძალა, რათა „ძლიერი ლიდერის“ გმირულ–მონუმენტური იერი ისტორიას შემორჩენოდა. დონალდ ტრამპი სცენიდან ჩამოსვლისასაც აშკარად პოზიორობდა ტელეკამერების წინ.

ქვედა ფოტოს დამუშავება/გენერირება CHatGPT-ს ვთხოვე და მანაც კეთილსინდისიერად შეასრულა, ის სამუშაო, რაც ინსტრუქციის მიხედვით აშშ–ის “საიდუმლო სამსახურის“

თანამშრომლებს, კერძოდ კი „ფრენკს“ უნდა გაეკეთებინა და ტრამპს სახიდან სისხლი მოწმინდა. თქვენი აზრით რომელი ფოტო მოუტანდა დონალდ ტრამპს ამომრჩევლების უფრო მეტ ხმას? დარწმუნებული ვარ გამოცნობა არ გაგიჭირდებათ!
(მეორე ნაწილის დასასრული)