დააბრუნეთ თავდაცვის მინისტრი - კიევის ცენტრში აქციები გრძელდება - კვირის პალიტრა

დააბრუნეთ თავდაცვის მინისტრი - კიევის ცენტრში აქციები გრძელდება

უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება, რომლის მონაწილეები თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილ ფედოროვის გადადგომას აპროტესტებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, ფედოროვი ახალ მთავრობაში თანამდებობაზე დააბრუნონ და თავდაცვის მინისტრის პოსტზე იგორ კლიმენკო არ დანიშნონ.

შეკრებილებს ხელში უჭირავთ პლაკატები მიხაილ ფედოროვის მხარდაჭერის გამომხატველი შინაარსის წარწერებით და სკანდირებენ: „დეპუტატებო, დაუბრუნდით სამსახურს!“ „ფედოროვი - თავდაცვის მინისტრი!“ და „სირსკი, გადადექი!“

საპროტესტო აქცია გუშინ გვიან საღამომდე გაგრძელდა. დღეს კი მომიტინგეები ფრანკოს მოედანზე, პრეზიდენტის რეზიდენციის გვერდით კვლავ შეიკრიბნენ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა