"მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში" ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი - კვირის პალიტრა

"მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში" ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში" ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის მედპერსონალი და ციხის ზოგიერთი თანამშრომელი ტეხავდნენ განგაშს, მაგრამ მათი თბილისელი უფროსები დემონსტრაციულად აიგნორებდნენ ამ საფრთხეს.

მურთაზის ისტორია, ის რომ ასაკში მყოფი პაატა ბურჭულაძე ასევე უსამართლოდ ჰყავთ გამოკეტილი, ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი მზადაა წავიდეს ოპონენტების ფიზიკურ განადგურებაზე "ნულოვანი ემპათიის" და სინამდვილეში რუსული დაუნდობლობის გამოხატულებაა", - წერს სააკაშვილი.