რას ამბობს მურთაზ ზოდელავას მეუღლე და დაუდასტურდა თუ არა ინსულტი ყოფილ მთავარ პროკურორს?!
მურთაზ ზოდელავა კლინიკაში შევიდა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით. ამ ეტაპზე ინსულტი არ დადასტურებულა - ალბათ, უახლოეს პერიოდში კლინიკიდან გაეწერება, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსის, ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მეუღლემ, მაია მუმლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მაქვს კონტაქტი და კოორდინაცია მედპერსონალთან, ასევე პენიტენციური დაწესებულების ჯანდაცვის დეპარტამენტთან. შევიდა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით, ამ ეტაპზე ინსულტი არ დადასტურებულა. რაც შეეხება გადატანილ ნაწილს - როდის მოხდა აღნიშნული, ჩემთვის უცნობია და ექიმებიც ვერ ამბობენ დადასტურებით, თუმცა რაღაც კერა იყო ნაპოვნი. ახლა არ არის აქტიური კერა, შესაბამისად, ახლა ამ მდგომარეობაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. ახლა მიმდინარე მდგომარეობით, ამ ეტაპზე ინსულტი დადასტურებული არ არის. ალბათ, უახლეს პერიოდში კლინიკიდან გაეწერება,“ - განაცხადა მაია მუმლაძემ.
"ინტერპრესნიუსი"