"კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება მიკერძოებულია - გავასაჩივრებთ" - რას აცხადებს თამო ვაშალომიძე? - კვირის პალიტრა

"კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება მიკერძოებულია - გავასაჩივრებთ" - რას აცხადებს თამო ვაშალომიძე?

შპს "თა­მოს­კი­ნი" სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს მიერ კომ­პა­ნი­ის მი­მართ "მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტის დად­გე­ნას ეხ­მა­უ­რე­ბა.

კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბით, კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია, რად­გან სა­ა­გენ­ტომ სრულ­ყო­ფი­ლად არ შე­ის­წავ­ლა კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­დგე­ნი­ლი წე­რი­ლო­ბი­თი პო­ზი­ცია მომ­ხმა­რებ­ლის სა­ჩი­ვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით“.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, სა­თა­ნა­დოდ არ იქნა გა­მოკ­ვლე­უ­ლი და შე­ფა­სე­ბუ­ლი "თა­მოს­კი­ნის" მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.კომ­პა­ნია "თა­მოს­კი­ნი" მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო წე­სით გა­სა­ჩივ­რე­ბას, ვი­ნა­ი­დან ად­გი­ლი აქვს კომ­პა­ნი­ის იმი­ჯის შე­ლახ­ვის მცდე­ლო­ბას.

"თა­მოს­კი­ნის­თვის" უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრინ­ცი­პია, მომ­ხმა­რებ­ლის ნდო­ბა და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. ამი­ტომ, კომ­პა­ნია გა­აგ­რძე­ლებს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, რომ­ლი­თაც მას უკა­ვია წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და კოს­მე­ტი­კურ ინ­დუსტრი­ა­ში. ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თა­გან კი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, იყოს სა­უ­კე­თე­სო მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის“, - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტომ შპს "თა­მოს­კინს“ "მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი და­უდ­გი­ნა.სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხმა­რებ­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ მო­ვაჭ­რემ პრო­დუქ­ცია მომ­ხმა­რე­ბელს შე­თან­ხმე­ბულ ვა­და­ში არ მი­ა­წო­და, ხოლო შეკ­ვე­თის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კა­ნონ­დარ­ღვე­ვის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით, მო­ვაჭ­რეს და­ე­ვა­ლა - 1 თვის ვა­და­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი აღად­გი­ნოს და სა­ვაჭ­რო პო­ლი­ტი­კა კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნოს.