ბერა ივანიშვილი და ცნობილი სტუმრები - კადრები კახა თარგამაძის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილიდან
ბათუმში გამართული მასშტაბური საქორწილო ცერემონია სოციალური ქსელებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
როგორც გაირკვა, ამ დღეს, გავლენიანი ქართული ოჯახების შვილებმა იქორწინეს. პატარძალი სალომე თარგამაძეა – საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, კახა თარგამაძის ქალიშვილი. სიძე კი ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის ვაჟი, გიგა პაპუნაიშვილი.

გავლენიანი კავშირები და საეკლესიო ცერემონიაწყვილის ჯვრისწერის რიტუალი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში შედგა და ის დეკანოზმა შალვა კეკელიამ აღასრულა. ყურადღება მიიპყრო ნეფის მეჯვარემაც - გიგა პაპუნაიშვილის უახლოესმა მეგობარმა, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა, რომლის გამოჩენამაც წვეულებას დამატებითი ინტერესი შესძინა.
სადღესასწაულო წვეულებას ქართული შოუბიზნესისა და მოდის სფეროს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. სტუმრებს შორის იყვნენ პატარძლის დედის, თამუნა ჯაფარიძის მეგობრები, მოდელები ირინა ონაშვილი და ლალი ტოტიკაშვილი, ასევე ტელესახე მადონა კოიძე. ვრცლად