"დაიკარგა, რაც ძლივს მოპოვებული გვქონდა - პოლიციაში დარეკვის ჩვევა..." - რას წერს ნიკა გვარამია თელავში მომხდარ ინციდენტზე? - კვირის პალიტრა

"დაიკარგა, რაც ძლივს მოპოვებული გვქონდა - პოლიციაში დარეკვის ჩვევა..." - რას წერს ნიკა გვარამია თელავში მომხდარ ინციდენტზე?

"და­ი­კარ­გა, რაც ძლივს მო­პო­ვე­ბუ­ლი გვქონ­და - პო­ლი­ცი­ა­ში და­რეკ­ვის ჩვე­ვა, როცა პროვოკატორობს ვინ­მე (და რუსი ტუ­რის­ტე­ბი პრო­ვო­კა­ტო­რობ­დნენ, გნე­ბავთ, ხუ­ლიგ­ნობ­დნენ) ან ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დიდი რის­კია" - ამის შე­სა­ხებ "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც თე­ლავ­ში, სას­ტუმ­რო­ში, ქორ­წი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

მისი თქმით, პო­ლი­ცი­ის მი­მართ ნდო­ბა ისევ ნუ­ლო­ვა­ნია და მო­ქა­ლა­ქე­ებს პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის იმე­დი უფრო აქვთ."მე მა­ინ­ტე­რე­სებს, თე­ლავ­ში პო­ლი­ცია არ არის? არც შე­წუ­ხე­ბულ­მა ტუ­რის­ტებ­მა, არც მე­ქორ­წი­ლე­ებ­მა და არც სას­ტუმ­რომ არ გა­მო­ი­ძა­ხა? მთვრალ რუ­სებს (სქე­სის მი­უ­ხე­და­ვად) რომ პო­ლი­ცია (მით უმე­ტეს, ქარ­თუ­ლი) ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­ათ, ეგ გა­სა­გე­ბია - ბარ­ბა­რო­სუ­ლი სახელმწიფოდან არი­ან. ქარ­თვე­ლებს რომ პო­ლი­ცია ფე­ხებ­ზე გვკი­დია და მარ­ტო დარ­ბე­ვა-და­ჭე­რებ­თან და რეპ­რე­სი­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, აი ეგ სა­ერ­თოდ არ უნდა გვე­კი­დოს და ვისი ბრა­ლია, კი ვი­ცით.

ამ ინ­ცი­დენ­ტში ჩემ­თვის ესაა სწო­რედ ყვე­ლა­ზე და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი: ის და­ი­კარ­გა, რაც ძლივს მო­პო­ვე­ბუ­ლი გვქონ­და - პო­ლი­ცი­ა­ში და­რეკ­ვის ჩვე­ვა, როცა პრო­ვო­კა­ტო­რობს ვინ­მე (და რუსი ტუ­რის­ტე­ბი პრო­ვო­კა­ტო­რობ­დნენ, გნე­ბავთ, ხუ­ლიგ­ნობ­დნენ) ან ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დიდი რის­კია.

პო­ლი­ცი­ა­ში და­რეკ­ვა ისევ ჩაშ­ვე­ბაა. პო­ლი­ცი­ის მი­მართ ნდო­ბა ისევ ნუ­ლო­ვა­ნია და მო­ქა­ლა­ქე­ებს პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის იმე­დი უფრო აქვთ. ვერც იმა­ში იქ­ნე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ რუ­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ არ გა­და­წყვე­ტენ ნე­ბის­მი­ერ ექ­სცესს, რად­გან ასე­თია ამ ქვე­ყა­ნა­ში და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი: რუსი ყო­ველ­თვის მარ­თა­ლია.

ქა­ლე­ბის­თვის ცხვი­რის მო­ტეხ­ვა ნორ­მა­ლიზ­და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი გა­ნათ­ლე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რის ხალ­ხის­თვი­საც კი, რუ­სე­ბი ისე გვე­ზი­ზღე­ბა (და სა­მარ­თლი­ა­ნად), იმ­დე­ნი არი­ან და ისე სა­ძაგ­ლად და და­მამ­ცი­რებ­ლად იქ­ცე­ვი­ან. ეს არა­ნაკ­ლებ ცუდი ამ­ბა­ვია (რა რა­ცი­ო­ნა­ლიც არ უნდა მო­ვიშ­ვე­ლი­ოთ არ­გუ­მენ­ტად), ვიდ­რე პო­ლი­ცი­ის ნდო­ბის გაქ­რო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.რუსი ტუ­რის­ტე­ბის ცემა გა­მო­სა­ვა­ლი არაა, მით უფრო ქა­ლე­ბის. რუსი ტუ­რის­ტი და რუ­სე­თი თუა შენი არ­ჩე­ვა­ნი, ყო­ველ­თვის ის მოხ­დე­ბა, რაც თე­ლავ­ში, იმი­ტომ რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შემ­დეგ არც სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რი რუსი შეც­ვლი­ლა და არც რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო.

აი, ჩვენ კი შე­ვიც­ვა­ლეთ: საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის მთა­ვა­რი მე­საფ­ლა­ვე­ე­ბი­დან, ისევ რუ­სე­ბის რეს­ტორ­ნე­ბის და ცეკ­ვა-თა­მა­შის ქვე­ყა­ნად ვი­ქე­ცით. და სა­დაც ცეკ­ვა-თა­მა­ში და ჭამა-სმაა, იქ სე­რი­ო­ზუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა, სულ ცხვი­რე­ბის მო­ტეხ­ვა იქ­ნე­ბა, სულ "გა­ას­ხმენ" ხოლ­მე შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბი (სი­ფხიზ­ლე­ში ცუ­ცი­კე­ბი რომ არი­ან), სულ გა­არ­ჩევს ხოლ­მე და­ბე­ჩა­ვე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ­გვარ ინ­ცი­დენ­ტებს და გულს მო­ი­ო­ხებს, რად­გან ამა­ზე მეტი რა ქნას ან არ იცის, ან არ შე­უძ­ლია, ან ორი­ვე ერ­თად" - წერს გვა­რა­მია.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნავს, რომ თე­ლავ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, ქორ­წი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სას­ტუმ­რო­ში დამ­სვე­ნე­ბელ­მა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სას­ტუმ­როს ნომ­რის აივ­ნი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ქორ­წილ­ში მყოფ პი­რებს და წყა­ლი და­ას­ხეს აპა­რა­ტუ­რას, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქალს. და­შა­ვე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.