"ხელი გაუშვით! პოლიცია აკავებს ერთ-ერთ მოწმეს ძალის გამოყენებით" - თელავში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, სავარაუდოდ, მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი დააკავეს
თელავში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, სავარაუდოდ, დაკავებულია ერთ-ერთი მოწმე, მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი.
დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებს "TV პირველი" ავრცელებს.
ტელევიზიის ცნობით, თელავის რაიონულ სამმართველოში ბოლო რამდენიმე საათია სასტუმროში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე მოწმეებს ჰკითხავდნენ, სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც განყოფილებაში ხელმეორედ დაიბარეს მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი, რომელიც განყოფილებაშივე დააკავეს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო