მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა თელავის პოლიციის დეპარტამენტის შენობა გვიან ღამით დატოვა
მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა თელავის პოლიციის დეპარტამენტის შენობა გვიან ღამით დატოვა.
ის საგამოძიებო უწყებაში აგარანის მამულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იყო დაბარებული, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. რა კითხვები დაუსვეს გამომძიებლებმა მრელაშვილს უცნობია, რადგან პოლიციის შენობა მომღერალმა უკომენტაროდ დატოვა.
მანამდე კი გავრცელდა ვიდეო, რომელიც პოლიციასა და ალექსანდრე მრელაშვილს შორის გარკვეულ დაპირისპირებას ასახავდა. როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, თელავის პოლიციის განყოფილებაში მრელაშვილმა გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა, რაზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.