“ბიჭი, რომელმაც დაარტყა ქალს, იმსახურებს დანაშაულის პროპორციულ სასჯელს“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსში მომ­ხდარ­მა ინ­ცი­დენ­ტზე - კვირის პალიტრა

“ბიჭი, რომელმაც დაარტყა ქალს, იმსახურებს დანაშაულის პროპორციულ სასჯელს“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსში მომ­ხდარ­მა ინ­ცი­დენ­ტზე

კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექს „Agarani Estate“-ში მომ­ხდარ­მა ინ­ცი­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. იცნიდენტს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა ნათია ფანჯიკიძე:

“როცა რუსებს ვხედავ, სანამ გამოვარკვევ, რომ იქნებ ვინმე კარგი ადამიანიცაა, პირველს რასაც ვგრძნობ, არის საფრთხე, განგაში, მუდმივი განცდა, რომ აქ "ტყუილად არ არიან".ამ ქალებმა ვიდეო ატვირთეს ტექსტით "საქართველოში კაცები ქალებს სცემენ რუსულად ლაპარაკის გამო",

პოსტის ქვეშ კი მთელი პროპაგანდისტული ტექნოლოგიით არის ათასჯერ დადასტურებული - "ხო, მეც მაქვს ეს გამოცდილება, რომ რუსულენოვანებს ცუდად გვექცევიან".

სინამდვილე როგორია, კი ვიცით ყველამ - ფეხქვეშ გაგება, უძრავი ქონების მიყიდვა, ბიზნესის უპრობლემო რეგისტრაცია, ტაში, ფანდური და ხაჭაპურებით მათი ამოტენვა.არ არის გამორიცხული, რომ ასეთი პროვოკაციები მომრავლდეს, (რუსული სტილია, რუსებს ჩაგრავენ, ჩვენს მოქალაქეებს დაცვა სჭირდებათ, შევვარდეთ ტანკით. აბა მართლა მთლად ტყუილად კი არ სახლდებიან აქ) ამიტომ ყველა უნდა იყოს ყურადღებით და ნაკლებად ცხელთავიანი.ამ ინციდენტში დამნაშავე სამი მხარეა და არა მხოლოდ ერთი ბიჭი:

1. სასტუმროს მენეჯმენტი - ასეთი სტუმრები უნდა დაესახლებინათ შენობის იმ მხარეს, სადაც ფანჯრები არ გადმოჰყურებს მექორწილეებს. ან დაძაბულობის შემჩნევისას უნდა განემუხტათ სიტუაცია და გადაეყვანათ სხვა ფლიგელში. თუ ვერ ახერხებდნენ, გამოეძახათ პოლიცია და ნასვამ მექორწილეებსა და პროვოკატორებს შორის არ დაეტოვებინათ სივრცე საქმის გარჩევისთვის.

2. პროვოკატორები, რომლებმაც ჩაშალეს ქორწილი (მორალური და მატერიალური ზარალი) და ასევე, დააზიანეს კერძო საკუთრება - აპარატურა (კიდევ ერთი ზარალი).

3. ბიჭი, რომელმაც დაარტყა ქალს, იმსახურებს დანაშაულის პროპორციულ სასჯელს. მისაღები არ არის წინასწარი განწყობის შექმნა, რომ მას "სამი წელი ციხე" ემუქრება და ციმბირში გადასახლება კიდევ.ისედაც ყველას გაგვრეკავენ მალე ციმბირში იქ უკვე შესეულ და ჩასახლებულ ჩინელებთან და თვითონ აქ დასახლდებიან. ხოდა ვფიქრობ, დოქები გადავიტანოთ რიყიდან ციმბირში, ხარჯეფექტურია, უშუქობისას შედარებით ნათელი იქნება.კიდევ რა წავიღოთ?“ - წერს ნათია ფანჯუკიძე