"საქართველოში საზოგადოებრივი მშვიდობისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ საზღვარზე მხოლოდ ანტიპუტინისტი რუსები შემოდიოდნენ და არა დეზერტირები" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"საქართველოში საზოგადოებრივი მშვიდობისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ საზღვარზე მხოლოდ თავშესაფრის მაძიებელი ანტიპუტინისტი რუსები შემოდიოდნენ და არა დეზერტირები და სანქციებს გამოქცეულები, რომლებიც აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილ ქართველთა გენოციდს არ ცნობენ!" - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ამისთვის საჭიროა რუსული რეჟიმის ცვლილება და ფედერალისტების გამარჯვება. ასეც იქნება", - წერს ჩერგოლეიშვილი.