თელავში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა - რა სასჯელი ემუქრება გიორგი ჭიღლაძეს? - კვირის პალიტრა

თელავში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა - რა სასჯელი ემუქრება გიორგი ჭიღლაძეს?

თე­ლავ­ში, სას­ტუმ­რო „Agarani Estate“-ში ქორ­წი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნეს.

მას ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ გურ­ჯა­ა­ნის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­აც­ნო. ჭიღ­ლა­ძეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 120-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუქ და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.ცო­ტახ­ნის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ჭიღ­ლა­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე 5 000 - ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნებს. თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო ჭიღ­ლა­ძის აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ 21 ივ­ლისს იმ­სჯე­ლებს.

ცნო­ბის­თვის ინ­ცი­დენ­ტი 18 ივ­ლისს, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ რუ­ის­პირ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში მოხ­და. ქორ­წი­ლის სტუმ­რებ­სა და სას­ტუმ­რო­ში მყოფ ტუ­რის­ტებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი გა­უ­გებ­რო­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.ცნო­ბის­თვის, თე­ლავ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 120-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 3-წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თე­ლავ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, ქორ­წი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სას­ტუმ­რო­ში დამ­სვე­ნე­ბელ­მა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სას­ტუმ­როს ნომ­რის აივ­ნი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ქორ­წილ­ში მყოფ პი­რებს და წყა­ლი და­ას­ხეს აპა­რა­ტუ­რას, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქალს. და­შა­ვე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ამას­თან, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა არის და­წყე­ბუ­ლი მომ­ღე­რალ ალექ­სან­დრე მრე­ლაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბი­თაც.შსს-ს ცნო­ბით, მრე­ლაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ქორ­წილ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით მოწ­მის სა­ხით იკი­თხე­ბო­და, რა დრო­საც მან უარი გა­ნა­ცხა­და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დიდი ხნით დარ­ჩე­ნა­ზე, ამის შემ­დეგ მან სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს და ნივ­თე­ბის შე­სა­ნა­ხი კა­რა­და და­ა­ზი­ა­ნა.