სასტუმროს ადმინისტრაცია, სადაც ქორწილის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა, განცხადებას ავრცელებს და კონფლიქტის დეტალებს აღწერს - კვირის პალიტრა

სასტუმროს ადმინისტრაცია, სადაც ქორწილის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა, განცხადებას ავრცელებს და კონფლიქტის დეტალებს აღწერს

სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ინ­ცი­დენ­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და ვი­თა­რე­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­თვის მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა - მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მცდე­ლო­ბე­ბი­სა, ინ­ცი­დენ­ტის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ხერ­ხდა და ვი­ღებთ ჩვენს წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით , - ნათ­ქვა­მია სას­ტუმ­რო "აგა­რა­ნის მა­მუ­ლი" გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­დაც ქორ­წი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, და­პი­რის­პი­რე­ბას წინ უძღო­და მუ­სი­კა­ლურ აპა­რა­ტუ­რა­ზე სი­თხის გად­მოს­ხმის ფაქ­ტი."სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სას­ტუმ­რო "აგა­რა­ნის მა­მუ­ლის“ სა­ხე­ლით გვსურს, 18 ივ­ლისს მომ­ხდარ სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ სრუ­ლი და ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია.

ვაც­ნო­ბი­ე­რებთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მოწ­ვე­ულ ძლი­ერ ემო­ცი­ებს. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წი­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და ამ რე­ა­ლო­ბის მი­მართ სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პო­ზი­ცია ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და უც­ვლე­ლია. ასე­ვე, ჩვენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, მისი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა.

18 ივ­ლისს სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი, გან­თავ­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მე­სა­მე­დი, დათ­მო­ბი­ლი ჰქონ­და სა­ქორ­წი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბას. აღ­ნიშ­ნულ დღეს სას­ტუმ­რო თით­ქმის სრუ­ლად იყო დატ­ვირ­თუ­ლი, ხოლო სხვა სტუმ­რე­ბი წი­ნას­წარ იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი სას­ტუმ­რო­ში სა­ქორ­წი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

და­ახ­ლო­ე­ბით 20:16 სა­ათ­ზე სა­ქორ­წი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სას­ტუმ­როს სხვა სტუმ­რებს შო­რის და­ი­წყო სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. სას­ტუმ­როს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ჩანს, რომ ქორ­წი­ლის სტუმ­რე­ბი იყუ­რე­ბი­ან სას­ტუმ­როს ზედა სარ­თუ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მი­უ­თი­თე­ბენ გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბა­ზე. და­პი­რის­პი­რე­ბას წინ უძღო­და მუ­სი­კა­ლურ აპა­რა­ტუ­რა­ზე სი­თხის გად­მოს­ხმის ფაქ­ტი.

ინ­ცი­დენ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბის­თა­ნა­ვე სას­ტუმ­როს პერ­სო­ნა­ლი და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ჩა­ერ­თო და ეცა­და კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას.20:20 სა­ათ­ზე, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის და­წყე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ოთხ წუთ­ში, სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ავიდ­ნენ შე­სა­ბა­მის სტუმ­რებ­თან ნო­მერ­ში. ისი­ნი 20:26 სა­ა­თამ­დე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სტუმ­რებ­თან და ცდი­ლობ­დნენ ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვა­სა და კონ­ფლიქ­ტის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას.

სტუმ­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით 20:28 სა­ათ­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ქორ­წი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სას­ტუმ­რო გეგ­მავ­და სტუმ­რე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ნო­მერ­ში გა­დაყ­ვა­ნას, რათა მხა­რე­ებს შო­რის ვი­ზუ­ა­ლუ­რი ან სხვა კონ­ტაქ­ტი აღ­კვე­თი­ლი­ყო.

20:30-დან 20:37 სა­ა­თამ­დე სას­ტუმ­როს მიმ­ღებ დესკზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ნომ­რის მო­ძი­ე­ბა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში სას­ტუმ­რო და­უ­კავ­შირ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სტუმ­რე­ბის თან­მხლებ გიდს, აც­ნო­ბა შექ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ და სთხო­ვა სას­ტუმ­რო­ში მის­ვლა. გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სტუმ­რე­ბის სას­ტუმ­რო­დან სხვა სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნა.

20:39 სა­ათ­ზე სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის შე­სა­ხებ - გან­ხორ­ცი­ელ­და ზარი 112-ში. შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ცია სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ჯერ კი­დევ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის და­წყე­ბამ­დე გა­მო­ი­ძა­ხა.

20:40 სა­ათ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს, რომ სა­ქორ­წი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ლიფ­ტით ზედა სარ­თულ­ზე ავი­და. მას მყი­სი­ე­რად გაჰ­ყვა სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლი, თუმ­ცა სა­ნამ ლიფ­ტი დაბ­რუნ­და, და თა­ნამ­შრო­მე­ლი ავი­და მე-3 სარ­თულ­ზე, 20:42 სა­ა­თის­თვის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უკვე მომ­ხდა­რი იყო.

ფი­ზი­კუ­რი ინ­ცი­დენ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბის­თა­ნა­ვე სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­მო­ი­ძა­ხა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა.20:55 სა­ათ­ზე სას­ტუმ­რო­ში მო­ვი­და სტუმ­რე­ბის თან­მხლე­ბი გიდი და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი.

21:09 სა­ათ­ზე სას­ტუმ­რო­ში მო­ვი­და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და.

ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ინ­ცი­დენ­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და ვი­თა­რე­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­თვის მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. პრო­ცეს­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ერ­თო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლე­ბიც მხა­რე­ებს შო­რის კონ­ტაქ­ტის აღ­კვე­თა­სა და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

სას­ტუმ­რო თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან. სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს გა­და­ე­ცა სას­ტუმ­როს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი და სხვა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია.ამა­ვე დროს ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მცდე­ლო­ბე­ბი­სა, ინ­ცი­დენ­ტის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ ვერ მო­ხერ­ხდა და ვი­ღებთ ჩვენს წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.