"რუსული აქცენტით „გამარჯობას“ გეტყვის... შეიძლება ეს უწყინარი ქალბატონი არის ჯაშუში, ინფორმაციას აგროვებს, ფოტოებს იღებს და..." - რას ამბობს გიგი წერეთელი - კვირის პალიტრა

"რუსული აქცენტით „გამარჯობას“ გეტყვის... შეიძლება ეს უწყინარი ქალბატონი არის ჯაშუში, ინფორმაციას აგროვებს, ფოტოებს იღებს და..." - რას ამბობს გიგი წერეთელი

უმეტეს შემთხვევაში, რუსი ხალხი გამოხატავს იმ პოლიტიკას, რაც არის [მათ] ქვეყანაში. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო უნდა იყოს მათი ყმა. ისინი უნდა იყვნენ ბატონები, ჩამოდიოდნენ გასართობად, ჩვენ უნდა ვიყოთ მომსახურე ერი და ამის გამოხატულება არის ყოველდღიურად, ალბათ ძალიან ბევრგან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა თელავში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „რუსები საქართველოს უყურებენ როგორც დიდ რესტორანს, სასადილოს, სადაც მუსიკა უკრავს და ვიღაცები ემსახურებიან“.

„ეს ცდება ერთ ინციდენტს, ასე აღიქვა საზოგადოების გონიერმა ნაწილმა ეს ამბავი. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ფაქტები ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. ჩვენი მოქალაქეების ტოლერანტული პოზიციების გამოხატულებაა, რომ ასე არ მწვავდება ბევრჯერ. ამ ყველაფერში რუსეთის პოლიტიკის მთავარი საკვანძო ამბები იგრძნობა, დიდი ქვეყნის შეგრძნება, ყველაფერი. არ მინახავს ამერიკელი და ევროპელი ტურისტი, რომელიც აქ იქცევა იმგვარად, როგორც იქცევიან რუსები. შესაძლებელია, ის ხალხი, რომელიც აქ ჩამოდის, წინასწარი განწყობით ჩამოდის, რომ აქ ცუდად უნდა დახვდნენ და ეს მათი დაცვითი რეაქციაა. უმეტეს შემთხვევაში, რუსი ხალხი გამოხატავს იმ პოლიტიკას, რაც არის ქვეყანაში. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო უნდა იყოს მათი ყმა. ისინი უნდა იყვნენ ბატონები. ჩამოდიოდნენ გასართობად, ჩვენ უნდა ვიყოთ მომსახურე ერი და ამის გამოხატულება არის ყოველდღიურად, ალბათ ძალიან ბევრგან.

ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, „ქართული ოცნების“ მიმართ რუსეთის დამოკიდებულება, მათი ხელისუფლების, კრემლის, პუტინის დამოკიდებულება არის განსხვავებული. ჩვენ არ გვესმის მუქარები, ჩვენ გვესმის, ხშირ შემთხვევაში, შექება იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უპირისპირდება ევროპას, აშშ-ს. შესაბამისად, აღქმა იმისა, რომ მათთან მოთანამშრომლე რეჟიმია, მათ მოსწონთ, აგულიანებთ კიდეც. იციან, რომ მათ ნაკლებად დააჯარიმებენ, რაღაც მოხდება, ისევ ჩვენს თანამოქალაქეს გამტყუნებენ. ამის ბევრი ფაქტია. ეს გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდან, რომელიც არის. ისინი როგორც დიდ რესტორანს, დიდ სასადილოს, ასე უყურებენ ამ ქვეყანას, სადაც მუსიკა უკრავს და ვიღაცები ემსახურებიან.

ის ხალხი, რომელიც ლიფტში შეგხვდებათ და რუსული აქცენტით „გამარჯობას“ ან „მადლობას“ გეტყვით, ეს ნასწავლი აქვთ. შეიძლება ეს ძალიან უწყინარი ქალბატონი არის ჩვეულებრივად ჯაშუში, ინფორმაციას აგროვებს, ფოტოებს იღებს. სადღაც როცა დასჭირდება, პროვოკაციას მოაწყობს. შეიკრიბებიან რომელიმე მოედანზე და მოითხოვენ უფლებების დაცვას და კანონმდებლობა მხარს უმაგრებთ, რომელიც პუტინმა საკუთარი მოქალაქეების დასაცავად მიიღო. ისე როგორც ანექსიას და ოკუპაციას ახორციელებს, აქვთ თავიანთი სახელმძღვანელო - ჯერ იწყება მომზადება, მერე პასპორტების გაადვილება, მერე აძლევენ ამ პასპორტებს, მერე უკვე თავისი მოქალაქეების დიდ ჯგუფებს ქმნიან და მერე ამათ დაცვაზე უკვე პრეტენზიას აცხადებენ. მე ნაკლებად მჯერა, რომ ეს ხალხი ყველა აღრიცხულია და იციან, ვინ ჩამოდის და რისთვის ჩამოდის“,- განაცხადა წერეთელმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა