რას გადაურჩა სინამდვილეში ტრამპი ანუ რა მოხდებოდა, ორი წლის წინ "დიდი დონალდისთვის" პროფესიონალ სნაიპერს რომ ესროლა?! - კვირის პალიტრა

რას გადაურჩა სინამდვილეში ტრამპი ანუ რა მოხდებოდა, ორი წლის წინ "დიდი დონალდისთვის" პროფესიონალ სნაიპერს რომ ესროლა?!

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თავდასხმის რისკის მქონე პოლიტიკური ფიგურაა, როგორც თავის ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში. 2024 წლის 13 ივლისს თავდასხმა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ტრამპს ყველაზე მეტად სჭირდებოდა „ძლიერი ლიდერის“ იმიჯის შექმნა და „გმირულ–მონუმენტური იერის“ გაპიარება.

ტრამპს ნამდვილად არ უნდა დავუკარგოთ შოუმენის ნიჭი და გამჭრიახობა: ამ თავდასხმიდან მან მაქსიმალური დივიდენდები “გამოადნო”. თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპს მძიმე დაზიანებები არ მიუღია, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მკურნალობა ჩაუტარდა და იმავე დღეს გაწერეს. 2024 წლის 15 ივლისს დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე მივიდა, რომელიც ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკში გაიმართა. ეს მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენა იყო. ტრამპი ყრილობაზე შეხვეული ყურით მივიდა. რესპუბლიკური პარტიის წევრებმა მას,

picture1-1784636670.jpg

ფოტო: დაჭრილი, თუმცა უშიშარი?

როგორც ეროვნულ გმირს ისეთი მიღება მოუწყვეს. აღფრთოვანებული მომხრეები ტრამპს შეძახილებით: „ბრძოლა! ბრძოლა! ბრძოლა!“ მიესალმნენ. დონალდ ტრამპი უდიდესი უპირატესობით (მან ყრილობის დელეგატთა ხმების 95,4% მიიღო) გახდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და უკვე ოფიციალურად ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში.

picture2-1784636750.png

უკვე აშშ–ის პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ძლიერი და მამაცი ლიდერის“ სიმბოლოდ ქცეული ფოტოდან შესრულებულ „შედევრ-ნახატს“ უჩვენებს. „თეთრი სახლი“, B2025 წლის 7 ივლისი.

მაღლა შემართული მუშტი, ჭრილობა და სისხლი სახეზე, ვაჟკაცური გამომეტყველება – და ეს ყველაფერი ამერიკის დროში ფონზე, მეტი რა შეიძლება ინატროს პრეზიდენტობის კანდიდატმა? ტრამპის ეს ფოტო უმალ იქცა წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვან სარეკლამო ატრიბუტად.

picture3-1784636784.png

ამგვარი დიზაინის მაისურები, რომელზეც დატანილი წარწერის შინაარსი დაახლოებით ამგვარია: „არასდროს არ დავიხევ უკან, წინ ამერიკისთვის“, ტრამპის პოლიტიკური მესიჯის ნაწილად იქცა.

დონალდ ტრამპი, როგორც მაღალი პოლარიზაციის მატარებელი პოლიტიკური ლიდერი, მუდმივად ტერორისტული თავდასხმის საფრთხის წინაშეა, როგორც ქვეყნის გარეთ არსებული ძალების, ასევე „შინაური“ მარტოხელა ტერორისტებისგან. მათგან მომდინარე რეალური საფრთხის გათვალისწინებით, ძალზე აქტუალურია იმის დადგენა, თუ რამდენად კარგადაა ორგანიზებული აშშ–ის დღევანდელი პრეზიდენტის პირადი დაცვა. ამ საკითხში გარკვევისთვის აუცილებელია დაწვრილებით შევისწავლოთ 2024 წლის 13 ივლისს ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები: როგორც მსროლელის (თომას კრუქსი), ასევე აშშ–ის „საიდუმლო სამსახურის“, გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლების მოქმედებები. როდესაც სტატიას გაეცნობით, დარწმუნებული იყავით, რომ ავტორს არც „ტრამპისტების“ განრისხება და არც „ანტიტრამპისტების“ გულის მოგება ჰქონია მიზნად. ესა მხოლოდ არსებული ფაქტების ანალიზია, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ. თუმცა მეეჭვება სხვადასხვა რჯულის „ტროლ–ტოროლებმა“ სტატია ბოლომდე ჩაიკითხონ: მათ ხომ „დასკვნები“ სტატიის გამოქვეყნებამდე მზად აქვთ!

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თომას კრუქსი, რომელიც 2024 წლის 13 ივლისს აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკვლას აპირებდა, მარტოდ– მარტო მოქმედებდა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დეტალურად აღადგინა კრუქსის მოქმედებების თანმიმდევრობა, რის შედეგადაც შეიძლება დავასკვნათ, რომ დონალდ ტრამპს გაუმართლა, რომ თავდამსხმელი მოყვარული და არა პროფესიონალი მსროლელი აღმოჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. თავდასხმის დღეს კრუქსის მოქმედებები იმდენად საეჭვო იყო, რომ აშშ–ის სპეცსამსახურებსა და ადგილობრივ პოლიციას ის თავდასხმამდე კარგა ხნით ადრე უნდა დაეკავებინათ: ზურგჩანთით (რომელშიც დაშლილი AR-15 ტიპის ნახევრად ავტომატური შაშხანა ჰქონდა) მოსიარულე თომას კრუქსი აშკარად ცდილობდა კონტროლის ზონას გარიდებოდა და მეტალოდეტექტორებისთვის თავი აერიდებინა. ის მაშინაც დააფიქსირეს, როდესაც საწყობის შენობას ათვალიერებდა და ხელში გოლფის მანძილმზომი ეჭირა. სახურავზე რომ იმყოფებოდა ესეც ბევრმა შეამჩნია, მათ შორის ადგილობრივმა პოლიციელმაც, რომელიც თავადაც აძვრა შენობის სახურავზე და დაინახა შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იარაღი მისკენ ჰქონდა მიმართული. ამის გამო პოლიციელი იძულებული გახდა უკან ჩამხტარიყო, რის შედეგადაც ფეხი დაიზიანა.

picture4-1784636806.jpg

ფოტო: მარცხნივ თომას კრუქსის პოზიციაა, ხოლო მარჯვნივ „საიდუმლო სამსახურის“ კონტრსნაიპერული დანაყოფის მებრძოლები არიან განლაგებული

მოქმედი ინსტრუქციის თანახმად აშშ–ის „საიდუმლო სამსახური“ რეგულარულად უნდა ამოწმებდეს და აკონტროლებდეს როგორც ამგვარი პოლიტიკური ღონისძიებების მახლობლად მდებარე, ასევე უსაფრთხოების პერიმეტრის გარეთ არსებულ შენობებს. ცნობილი ხდება, რომ 2024 წლის 13 ივლისს დონალდ ტრამპის შეხვედრის დაწყებამდე მოეწყო ორი დონის უსაფრთხოების პერიმეტრი: გარე ტერიტორია, რომელსაც ადგილობრივი პოლიცია პატრულირებდა და შიდა პერიმეტრი, რომელსაც „საიდუმლო სამსახურის“ თანამშრომლები აკონტროლებდნენ. მიტინგის სცენის უკან მდებარე შენობების სახურავებზე განლაგებული იყვნენ კონტრსნაიპერული ჯგუფები. თავდასხმამდე საათნახევრით ადრე თომას კრუქსი პოლიციისა და კონტსნაიპერული დანაყოფის მიერ უკვე დაფიქსირებული იყო, როგორც „საეჭვო ობიექტი“, რომლის ჩხრეკა/შემოწმებაც აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო.

თუმცა კრუქსმა მიმალვა მოახერხა. გასროლამდე 3–4 წუთით ადრე რამდენიმე ადამიანმა კრუქსი სახურავზე შენიშნა და პოლიციას მის შესახებ აცნობა. იმავე დროს ადგილობრივმა პოლიციელმა რაციაში გადასცა: „ვიღაც სახურავზეა“. თუმცა ყოველივე ამის მიუხედავად თომას კრუქსმა რამდენიმე (6–8) გასროლა მოასწრო და მხოლოდ ამის შემდეგ

picture5-1784636831.jpg

მოხდა ტერორისტის ლიკვიდაცია. აშშ-ის “საიდუმლო სამსახურის” სერიოზული შეცდომები ამით არ დასრულებულა. დააკვირდით: ტრამპს „საიდუმლო სამსახურის“ რვა თანამშრომელი ახვევია, თუმცა

picture6-1784636855.jpg

ამის მიუხედავად ის მაინც „ახერხებს“ ისტორიული და საარჩევნო პლაკატისთვის

განუმეორებლად მიმზიდველი რაკურსზე გამოსვლას. სწორედ მაშინ იყო ტრამპი ყველაზე დაუცველი და სროლა რომ განმეორებულიყო საბედისწერო ფინალი იქნებოდა.

picture7-1784636883.png

ასევე კურიოზული იყო დონალდ ტრამპის სცენიდან ევაკუაციის პროცესი, როდესაც პირადი დაცვის წევრები მისი სიცოცხლის გადარჩენას. . . . თავზე ხელის დაფარებით (?) ცდილობდნენ.

picture8-1784636903.png

ვითომ პირადი მცველი ხელი შეაჩერებდა ტყვიას? მათ რატომ არ ჰქონდათ თუნდაც ასეთი სპეციალური ტყვიაგაუმტარი დაფა?

picture9-1784636923.jpg

ერთი წუთით წარმოიდგინეთ: 2024 წლის 13 ივლისს განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი რომელიმე ქვეყანა ან საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია, რომ ყოფილიყო, ამ დონის დაცვის პირობებში გადარჩენის რა შანსი ექნებოდა დონალდ ტრამპს? ქვემოთ გთავაზობთ თომას კრუქსის მიერ განხორციელებული სროლების შედარებას შესაძლო პროფესიონალი სნაიპერის მოქმდებებთან:

screenshot-2026-07-21-165458-1784638579.png

ხომ გახსოვთ ამგვარი გამოთქმა: „ეს უკვე აღარ ხუმრობსო“, სწორედ ასეთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ირანის ხელისუფლების უმაღლესი პირების ბოლოდროინდელი განცხადებებიდან – ისინი უკვე ღიად და დაუფარავად ემუქრებიან აშშ–ის პრეზიდენტს. ირანის რეჟიმის ლიდერები ოფიციალურად იშვიათად ამბობენ სიტყვას „მოკვლა/ლიკვიდაცია“, მაგრამ იყენებენ ისეთ რელიგიურ-პოლიტიკურ ტერმინებს, რომლებიც პრაქტიკულად მიზანმიმართულ შურისძიებას გულისხმობს. დღეს ირანიდან ორ ძლიერი და საშიში სიგნალი მოდის: 1. „შურისძიება აუცილებლად მოხდება“ (ირანის მმართველი რეჟიმის ოფიციალური განცხადებები) და 2. „სიკვდილი ტრამპს“ (ქუჩის ლოზუნგები). თუმცა ეს პროცესები უშუალოდ ირანის ხელისუფლებიდან იმართება. ეს მუქარები უკვე აღარ არის მხოლოდ პროპაგანდა და თავდასხმის რეალურ ოპერატიულ გეგმების არსებობასაც გულისხმობს. ამ ვითარებაში ცეცხლზე გაძვირებულ ბენზინს „ასხამს“ ისრაელის ხელისუფლება, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ შეერთებულ შტატებს მიაწოდა „მოსადის“ სადაზვერვო ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი ოპერაცია მოამზადა. ამ ინფორმაციის ხელოვნური გაჟონვა ვის ინტერესებში იყო გასაგებია: ისრაელი, როგორც ყოველთვის, საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად მოქმედებს და ცდილობს ამერიკა არ გამოეთიშოს ირანის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებს.

(მესამე ნაწილის დასასრული)