განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
როკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციისთვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების წარმოების მიზნით, ერთი-ერთი ბრალდებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მოაწყვეს ფარული ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილი იყო ნარკოტიკული საშუალებების წარმოებისთვის საჭირო ინვენტარით. აღნიშნულ ფარულ ლაბორატორიაში ბრალდებულები, 2025 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, ჯგუფურად, რეგულარულად აწარმოებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, „მეფედრონს“ და „კლეფედრონს“.