“შე­საძ­ლოა უბ­რა­ლოდ კარ­გი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ვარ, თო­რემ არ­ტის­ტი - ნაკ­ლე­ბად“ - როგორ აღმოჩნდა დაჩი შიუკაშვილი ჩცდ-დან სპორტულ მედიაში და როგორია მისი დღევანდელობა - კვირის პალიტრა

“შე­საძ­ლოა უბ­რა­ლოდ კარ­გი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ვარ, თო­რემ არ­ტის­ტი - ნაკ­ლე­ბად“ - როგორ აღმოჩნდა დაჩი შიუკაშვილი ჩცდ-დან სპორტულ მედიაში და როგორია მისი დღევანდელობა

პო­პუ­ლა­რულ ქარ­თულ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" უამ­რავ­მა მსა­ხი­ობ­მა მო­სინ­ჯა ძა­ლე­ბი და არ­ცთუ ცუ­დად. რო­გორც იცით, "და­ქა­ლებ­ში" ბავ­შვე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გად ას­რუ­ლებ­დნენ რე­ჟი­სო­რე­ბის­გან მი­ღე­ბულ და­ვა­ლე­ბებს. დაჩი ში­უ­კაშ­ვი­ლი სწო­რედ ერთ-ერი მათ­გა­ნია, ვი­საც სე­რი­ალ­ში რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნის მან­ძილ­ზე იღებ­დნენ... მის­თვის პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" იყო. 12 წლის ბიჭ­მა არც ისე მარ­ტივ როლს თავი მშვე­ნივ­რად გა­არ­თვა.

"ახლა უკვე აღარ ვარ მსა­ხი­ო­ბი - ვმუ­შა­ობ "სე­ტან­ტა სპორ­ტში" (Setanta Sports). ვი­დე­ო­კონ­ტენ­ტის კრე­ა­ტო­რი ვარ სპორ­ტის სფე­რო­ში. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მინ­დო­და ამ სფე­რო­ში მე­მუ­შა­ვა და ეს ოც­ნე­ბა ავის­რუ­ლე" - გვე­უბ­ნე­ბა უკვე 24 წლის დაჩი ში­უ­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ როლ­ზე, სე­რი­ალ­ზე და მის დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რე­ბა.

- "კა­ვეა პლუ­სი“ "და­ქა­ლე­ბის“ სე­რი­ე­ბის ჩვე­ნე­ბა და­ი­წყო. პა­რა­ლე­ლუ­რად სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბებს გა­და­ცე­მაც აქვთ, სა­დაც იწ­ვე­ვენ იმ მსა­ხი­ო­ბებს, რომ­ლებ­საც ესა თუ ის როლი აქვთ სე­რი­ალ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. თქვენც მი­გიწ­ვი­ეს... სა­ერ­თოდ ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე რო­გორ აღ­მოჩ­ნდით გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე?

- მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა - 12 წლის ვი­ყა­ვი. ბევ­რმა არ იცის, რომ თა­ვი­დან სულ სხვა რო­ლის ქას­თინგზე მი­ვე­დი - და­თოს მე­გობ­რის შვი­ლის როლი უნდა მე­თა­მა­შა. იმ ამ­პლუ­ა­ში იმ­დე­ნად მო­ვე­წო­ნეთ, რომ მერე ამ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი თა­ვი­სი რო­ლის თა­მა­ში­სას ნელ-ნელა გა­ი­ზარ­და, თო­რემ თა­ვი­დან გათ­ვლი­ლიც არ იყო, რომ ასე­თი ხაზი ექ­ნე­ბო­და.

- სხვა­თა შო­რის, ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟის ხაზი სე­რი­ალ­ში ასე გან­ვი­თარ­და - თა­ვი­დან სა­სინ­ჯად შეჰ­ყავ­დათ და მერე მე­ტად ვი­თარ­დე­ბო­და პერ­სო­ნა­ჟის როლი. და­თოს მე­გობ­რის შვი­ლის როლი ერთჯე­რა­დი იყო?

- დიახ, ეპი­ზო­დუ­რი როლი იყო.

b19b225d-b5f4-4093-815a-e02246f2b407-34948-1784702180.jpg

- რო­გო­რი იყო 12 წლის ბი­ჭის­თვის პირ­ვე­ლი ემო­ცია გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, კა­მე­რას­თან და ამ ჯგუფ­თან მუ­შა­ო­ბი­სას?

- ჩემი მთა­ვა­რი ემო­ცია იყო ინ­ტე­რე­სი. ჩემს გარ­შე­მო ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შობ­დნენ, რომ ინ­ტე­რე­სით ვუ­ყუ­რებ­დი, რას და რო­გორ აკე­თებ­დნენ. ვცდი­ლობ­დი, ჩემ­თვის გა­მე­მე­ო­რე­ბი­ნა ის, რა­საც ეს დი­დე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი აკე­თებ­დნენ... და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი-ხუთი სე­ზო­ნი მა­ინც ვი­ყა­ვი. მა­მა­ჩე­მის როლს მალ­ხაზ აბუ­ლა­ძე თა­მა­შობ­და. უძ­ლი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბი და კადრს მიღ­მა სულ სხვა, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. მას­თან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი თავს - დაყ­ვი­რე­ბა იყო სა­ჭი­რო თუ სხვა რამ, თა­მა­ში არ მი­ჭირ­და. ასე­ვე ეკა დე­მეტ­რა­ძე (ნა­ტაშ­კა) - იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რად და კარ­გად თა­მა­შობ­და, რომ მეც მიღ­ვი­ვებ­და ემო­ცი­ას. სა­ტი­რა­ლიც რომ ყო­ფი­ლი­ყო, მას­თა­ნაც ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი თავს...

- ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი როლი გქონ­დათ. რა რე­სურ­სი იყო სა­ჭი­რო მის სა­თა­მა­შოდ?

- ჩემი პერ­სო­ნა­ჟი საკ­მა­ოდ მძი­მე ტიპი იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა მქონ­და და ასე­თი ოჯა­ხი არ მი­ნა­ხავს, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ლო­ბა­ში ბევ­რია ასე­თი... რე­სურ­სი ის იყო, რომ უნდა წარ­მო­გედ­გი­ნა, თით­ქოს ასეთ მძი­მე ოჯახ­ში ცხოვ­რობ­დი, რაც მენ­ტა­ლუ­რად რთუ­ლი გახ­ლდათ. თუმ­ცა, დღეს რომ შევ­ხე­დოთ, ჩემი პერ­სო­ნა­ჟის ფი­ნა­ლი მა­ინც და­დე­ბი­თი გა­მო­ვი­და - მან შეძ­ლო შეც­ვლა. თუ ვინ­მე მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყო­ფი და­ი­ნა­ხავს, რომ იქი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლო, გა­მი­ხარ­დე­ბა.

განაგრძეთ კითხვა