“თუ ჩვენ არ გვექნება რეაქცია იმაზე, რომ ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ხელით ვაწერთ მონობას ხელს“ - ელენე ხოშტარია
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეიძლება დიქტატურის გაფორმებას ნიშნავდეს, მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ არ გვექნება ამაზე რეაქცია, რომ ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ხელით ვაწერთ მონობას ხელს, - ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს და ანახოს ხელისუფლებას, რომ ის არაფრის დათმობას არ აპირებს.
„პირველ რიგში, ჩემი პატივისცემა ვახო სანაიას, რომელიც გამორჩეულია საკუთარი შეუპოვრობით. სრული მხარდაჭერა მის ოჯახს. საგანგაშო, რაც დღეს ხდება, პირველ რიგში, არის ის, რომ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ცხადია, რომ მიდგნენ ტელევიზიებს, “ფორმულას”, “ტვ პირველს”, “კავკასიას” და ჟურნალისტებს უშუალოდ და ინდივიდუალურად.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეიძლება დიქტატურის გაფორმებას ნიშნავდეს, მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ არ გვექნება ამაზე რეაქცია, რომ ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს იქნება ყველაზე საგანგაშო იმიტომ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ხელით მონობას ვაწერთ ხელს. სიტყვის შეზღუდვა არის ადამიანისა და საზოგადოების მკვლელობა. საგანგაშო იქნება, თუ ჩვენ ამას შევეგუებით.