აღიარა თუ არა პუტინმა კრიზისი?! - რა თქვა რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე
რუსეთის საწვავის ბაზარზე არსებული სირთულეები დროებითია და საერთო ეკონომიკურ დინამიკაზე გავლენას არ მოახდენს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„შიდა ეკონომიკის, მისი ძირითადი სექტორების მდგომარეობა სტაბილურია, მიუხედავად გარე მცდელობებისა, რომ საწვავისა და ენერგეტიკის სექტორში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ, - აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთის მშპ მაისში 0.3%-ით გაიზარდა, 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში კი - 0.2%-ით.
"ინტერპრესნიუსი"