“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობების გადატვირთვა - ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში“ - ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა, გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე კი საქართველოს პრეზიდენტის ვინაობის შესახებ ინფორმაცია გასწორდა.
კობახიძის თქმით, საქართველო მადლიერია გერმანიის იმ დახმარების გამო, რომელსაც ის 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს უწევდა, ამიტომ მასთან ურთიერთობის გადატვირთვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
„გერმანია საქართველოსთვის იყო ტრადიციულად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს განვითარებაში და გვინდა, რომ დავუბრუნდეთ ურთიერთობების ანალოგიურ დადებით დინამიკას. შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს ჩვენმა ელჩმა გერმანიაში და იმედი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას, რასაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის.