რას ამბობს ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე - "ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი" - კვირის პალიტრა

რას ამბობს ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე - "ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი"

ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი. ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს - კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით დაკავებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებით არ არის დაცული ადამიანის უხეში შეურაცხყოფა.

“ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი. ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, შეგიძლიათ წაიკითხოთ სახელმძღვანელოები, სადაც წერია, რომ გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებით არ არის დაცული და მოცული ადამიანის უხეში შეურაცხყოფა. საერთოდ არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება უხეშ შეურაცხყოფას. შესაბამისად, აქ ფორმალურადაც კი არასწორად მსჯელობენ კონკრეტული ადამიანები. მათ აქვთ პოლიტიკური დაკვეთა. პოლიტიკური დაკვეთა არის ის, რომ მათ უნდა საქართველოში ხელოვნურად გააღვივონ სიძულვილი დაპირისპირება, უნდათ შექმნან აგრესიული გარემო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა. ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ საქართველოში არავის მივცეთ გარედან, ხელოვნურად აგრესიისა და სიძულვილის გაღვივების საშუალება. აქ ფორმალურ სტატუსებს არ აქვს მნიშვნელობა, ფორმალურად ადამიანს ერქმევა ჟურნალისტი თუ რაიმე სხვა. არავის უნდა მივცეთ ჩვენ აგრესიისა და სიძულვილის გაღვივების საშუალება. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი. ამ შემთხვევაში, სწორედ ასე თანასწორად იმოქმედა შესაბამისმა უწყებამ, შსს-ის შესაბამისმა დეპარტამენტმა. ამ დეპარტამენტის საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანას. არავის მივცემთ გარედან სიძულვილისა და აგრესიის თავს მოხვევის საშუალებას.

რაც შეეხება ამ საკითხზე რასა იუკნევიჩიენესა და ცალკეული ევროპელი დეპუტატის განცხადებებს, ასეთი ადამიანების კომენტარები საერთოდ არ არის საინტერესო. მივყვეთ ფაქტებს, არის ადამიანი, რომელმაც უხეშად დაარღვია კანონი, უხეში შეურაცხყოფა მიაყენა კონკრეტულ ადამიანებს, აქ ასეთი კომენტარები სრულიად უადგილოა და მათ არავითარი ფასი არ აქვთ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა