"გაუფრთხილებია ბავშვები, ნუ იცინითო, გამოიტანა იარაღი და ცეცხლი გაუხსნა... “ - ვერაზე დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები
მთავარ ფოტოზე: ნიკოლოზ ღუნაშვილი
თბილისის ცენტრში გუშინ 17 წლის ბიჭი მოკლეს. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდებს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სროლის დროს დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ნიკოლოზ ღუნაშვილია. მან სკოლა წელს დაამთავრა, ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლას აპირებდა, თუმცა არ აცალეს.მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ნიკა კაპანაძეა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. კაპანაძემ დაკავების დროს, პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია - ის ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული ხელზე მიღებული დაზიანების გამო.
მომხდარის დეტალები:
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.
როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა.

რას ჰყვებიან დანაშაულის თვითმხილველები?
"4-5 გასროლის ხმა იყო, მერე ბავშვების კივილი გავიგე. გადმოვიდა ბავშვი, მუხლებზე დაეცა, არც ნასვამები იყვნენ, არაფერი.