“ხელოვნება ვერ იარსებებს იქ, სადაც პროპაგანდა წყვეტს, რას ნიშნავს ხუმრობა, ფილმი თუ სპექტაკლი. და ეს ყველა მხარეს ეხება....“ - რას წერს დათა თავაძე - კვირის პალიტრა

“ხელოვნება ვერ იარსებებს იქ, სადაც პროპაგანდა წყვეტს, რას ნიშნავს ხუმრობა, ფილმი თუ სპექტაკლი. და ეს ყველა მხარეს ეხება....“ - რას წერს დათა თავაძე

დათა თავაძე პოსტს აქვეყნებს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:

“ხელოვნება ვერ იარსებებს იქ, სადაც პროპაგანდა წყვეტს, რას ნიშნავს ხუმრობა, ფილმი თუ სპექტაკლი. და ეს ყველა მხარეს ეხება.

ხელოვნება სწორედ კონტექსტში არსებობს. მისი ძალა კითხვების დასმაშია და არა მზა პასუხების გაცემაში. როდესაც ვინმეს შეუძლია ნაწარმოებიდან, ფილმიდან, სპექტაკლიდან ან სტენდაპიდან ერთი ფრაგმენტის ამოჭრა, მისი მნიშვნელობის შეცვლა და შემდეგ ამ დამახინჯებული ვერსიის წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზება, საფრთხის ქვეშ დგება არა მხოლოდ ერთი ავტორი ან ერთი წარმოდგენა, არამედ თავად კულტურის არსებობა.

ასეთ გარემოში მსჯელობის ადგილს სიძულვილი იკავებს, ინტერპრეტაციის ადგილს - პროპაგანდა, ხოლო დიალოგის ადგილს - ძალადობა.ხელოვნება არ ითხოვს ყველას მოწონებას.მაგრამ ის აუცილებლად მოითხოვს უფლებას, გაგებული იყოს ს-ა-კ-უ-თ-ა-რ კონტექსტში და არა იმ კონტექსტში, რომელსაც მისთვის პროპაგანდა ქმნის.“ - წერს დათა თავაძე