ქალაქ სიმფეროპოლში Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - რას წერს უკრაინული მედია - კვირის პალიტრა

ქალაქ სიმფეროპოლში Wildberries-ის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - რას წერს უკრაინული მედია

ოკუპირებულ ყირიმში სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის სიმფეროპოლში, დრონებით თავდასხმები განხორციელდა და აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სიმფეროპოლის გარდა, დრონებით თავდასხმების შედეგად აფეთქებები დაფიქსირდა სუდაკში, ევპატორიაში, სევასტოპოლსა და ყირიმის სხვა ქალაქებში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმა განხორციელდა სიმფეროპოლში მდებარე Wildberries-ის ჰაბზე.

ინფორმაცია მოგვიანებით კომპანიამ დაადასტურა. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, Wildberries-ის დახარისხების ცენტრში უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

“ინტერპრესნიუსი“