4 ივლისის ღამით ელექტროენერგია მასშტაბურად, დანარჩენ საქართველოსთან ერთად, აფხაზეთშიც გაითიშა - რას აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტრო
24 ივლისის ღამით ელექტროენერგია მასშტაბურად, დანარჩენ საქართველოსთან ერთად, აფხაზეთშიც გაითიშა. აფხაზეთის დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ „სისტემურ ავარიას" უკავშირდება.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგია გაითიშა, სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, ტყვარჩელში. დე ფაქტო სამინისტროს განცხადებით, „რესპუბლიკაში“ ელექტროენერგია რულად ღამის 4 საათზე აღდგა.
შეგახსენებთ, წუხელ ღამე დაახლოებით 00:10 საათზე საქართველოს მასშტაბით ენერგომომარაგება ავარიულად გაითიშა. საქართველოს სახელმწიფოს ელექტროსისტემის გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.
“ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას", - ნათქვამია განცხადებაში.