"დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, არამედ როგორ არჩევნებში ვმონაწილეობთ" - ვიქტორ ყიფიანი
დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, არამედ როგორ არჩევნებში, - ამის შესახებ პარტია “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.
მისი თქმით, თუკი არჩევნები არ შეიცვლება და არ გახდება სამართლიანი, მასში მონაწილეობა მხოლოდ “ყალბი არჩევნების შედეგის გაფორმება” იქნება, რაშიც ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
“დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, არამედ როგორ არჩევნებში ვმონაწილეობთ. არჩევნები თუ არ დაემსგავსა არჩევნებს, თუ არ იქნება რეალურად სამართლიანი, კონკურენტული, თავისუფალი, სხვაგვარად არჩევნებში მონაწილეობა იქნება მხოლოდ ყალბი არჩევნების შედეგის გაფორმება და ამ გაფორმებაში ხელის შეწყობა. ამაში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ მიესალმება თავისუფალი არჩევნების იდეის გარშემო კონსოლიდაციას, ამ ნაწილში მხოლოდ მივესალმებოდი, მიუხედავად იმისა, ვინ არის ავტორი”, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
"ინტერპრესნიუსი"