ტრაგედია თბილისში: ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე შენობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან ვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"