დრონების გამოფენაზე ბალისტიკური რაკეტებით-უკრაინელი სამხედრო კონსტრუქტორები იმეორებენ საბედისწერო შეცდომას... - კვირის პალიტრა

დრონების გამოფენაზე ბალისტიკური რაკეტებით-უკრაინელი სამხედრო კონსტრუქტორები იმეორებენ საბედისწერო შეცდომას...

10 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი/დაშავებული-ასეთია დღევანდელი მძიმე შედეგი იმ უკრაინელი კონსტრუქტორებისთვის, რომლებმაც დრონების გამოფენა მოაწყვეს კიევის ოლქის სოფელ კაპიტანოვკას კერძო სასროლეთზე, ღია ცის ქვეშ და...გახდნენ კიდეც ორი რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერის“ სამიზნეც (მესამე „ისკანდერის“ ჩამოგდება უკრაინელმა მეზენიტეებმა მოახერხეს)...

უკრაინაში სხვადასხვა კლასისა და ტიპის დრონების შექმნაზე არაერთი კერძო კომპანია მუშაობს, რომლებიც ცდილობენ, რომ სწორედ მათი დრონი მოიწონოს მებრძოლი უკრაინის არმიის გენშტაბმა და დიდი შეკვეთა მისცეს, რაც უკვე ასევე დიდ ფინანსურ მოგებას ნიშნავს.

2rasenalisblogi-1784909829.png
სამი წლის წინ ჩერნიგოვის დრამატულ თეატრში მოწყობილ დრონების გამოფენაზე რუსული "ისკანდერის“ შეტევა კარგ გაკვეთილად უნდა ქცეულიყო უკრაინელი სამხედრო კონსტრუქტორებისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა...

ამიტომაც, უკრაინული დრონების, ისევე როგორც ჯავშანმანქანების, ნაღმსატყორცნებისა თუ ცეცხლსასროლი იარაღის შემქმნელი კერძო ფირმები დღეგამოშვებით აწყობენ შეიარაღების გამოფენებს უკრაინელი გენერლებისა და სახელისუფლებო წრეებისთვის გასაცნობად...

მაგრამ,დღევანდელ უკრაინაში თავშეყრა, თუნდაც რამდენიმე ათეული ადამიანის, უკვე დიდ საფრთხედ შეიძლება იქცეს, რადგან რუსულ „ისკანდერებს“ უკრაინის ცენტრალურ ნაწილამდე მისაღწევად სულ რაღაც 2-3 წუთი ჰყოფნით, რაც ძალიან მცირე დროა ნორმალური თავშესაფრის მოსაძებნად, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ამ რუსული რაკეტების სტარტი მაშინვე დაფიქსირდა და „სარაკეტო საფრთხის“ განგაში დროულად ჩაირთო...

ის ტრაგედია, რაც დღეს,2026 წლის 24 ივლისს დაემართათ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ უკრაინელ სპეციალისტებს, არის გამეორება მანამდე მომხდარი არანაკლები ტრაგედიისა-2023 წლის 19 აგვისტოს ჩერნიგოვის ცენტრში, დრამატული თეატრის შენობაში იმართებოდა დრონების გამოფენა, რისი აფიშირება ადგილობრივი მასმედიითაც კი მოხდა და ჩერნიგოველებს ეპატიჟებოდენენ დაეთვალიერებინათ ის დრონები, რომლებითაც უკრაინის არმია აგრესორ რუსეთს ებრძოდა...

3arsenalisblogi-1784909928.jpg

უკრაინულმა „ფლამინგომ“ დაბალ სიმაღლეზე 1 300 კმ-ი ასეთი მარშრუტით(წითელი ხაზი) იფრინა, რომ რუსეთის ქალაქ კიროვში „ავიტეკ“-ის სამხედრო ქარხანას ზუსტად მოხვედროდა...

შესაბამისად, დრონების გამოფენის გახსნიდან მალევე მას „დაუპატიჟებლად ესტუმრა“ რუსული „ისკანდერი, რომელიც ზუსტად მოხვდა ჩერნიგოვის დრამთეატრს და საშინელება დაატრიალა-5 დაღუპული, 42 დაჭრილი...

ეს თითქოს კარგი გაკვეთილი უნდა გამხდარიყო უკრაინული დრონების შემქმნელებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ მათ, სამი წლის შემდეგ იგივე საბედისწერო შეცდომა დაუშვეს...

P.S. უკრაინელებს გულის მოსაფხანად ერთი ის დარჩათ, რომ დღეს დილას მათ მიერ გაშვებულმა „ფლამინგოს“ ტიპის ფრთოსანმა რაკეტამ თითქმის ნახევარი ცენტრალური რუსეთის თავზე 1 300 კმ-ი უპრობლემოდ გადაიფრინა და ქალაქ კიროვში ზუსტად მოხვდა „ავიტეკ“-ის სამხედრო ქარხანას, სადაც იმ ფრთოსანი და საზენიტო რაკეტების ნაწილებს ამზადებენ, რომლებსაც პუტინის არმია აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინელების ამ საჰაერო დარტყმის შედეგად რუსულ ქარხანაში 6 ადამიანი დაიღუპა, 26 დაშავდა.