ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო - კვირის პალიტრა

ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

კაპროვანში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, მაშველების ჯგუფმა სამაშველო სკუტერით ზღვიდან ორი მოქალაქე გამოიყვანა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს შტორმის გამო სანაპიროზე აღმართული იყო წითელი ალმები.

"ინტერპრესნიუსი"