"ადამიანი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი ჩვენება ახლა მიზანშეწონილი არ არის" - რას ამბობს ვერაზე მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი
მტკიცებულებები არის, რომელიც ადასტურებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას და ამ ეტაპზე არ არის საჭირო მისი მხრიდან ჩვენების მიცემა, - ამის შესახებ ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის ადვოკატმა ირაკლი აბსანძემ განაცხადა.
მისი თქმით, რა სახის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახესთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესზე გადაწყვეტს.
"თითი აქვს დაზიანებული. ეტყობა არ იძლევა ჯანმრთელობა იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლოში ჩატარდეს პროცესი.
ადამიანი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი ჩვენება ახლა მიზანშეწონილი არ არის. მტკიცებულებები არის, რომელიც ადასტურებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას და ამ ეტაპზე არ არის საჭირო მისი მხრიდან ჩვენების მიცემა.
მას ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება ჰქონდა წარსულში და იარაღი მასთან ინახებოდა.
რაც შეეხება აღკვეთს, აღკვეთის გარეშე დატოვება რომც მოვითხოვო, ეს ალოგიკური იქნება, უკეთესი იქნება მისი დაწესებულებაში ყოფნა. როგორ წარმოგიდგენიათ, გირაოთი რომ გამოუშვან, რა მოხდება მაგ შემთხვევაში? ",- განაცხადა ირაკლი აბსანძემ. გააგრძელეთ კითხვა