ვრცელდება ვიდეო, სადაც ვერაზე, სროლის შედეგად, დაჭრილი ახალგაზრდები ჩანან - "მესამე ვერ დგება...ვაიმე, ხომ კარგად არის?" - კვირის პალიტრა

ვრცელდება ვიდეო, სადაც ვერაზე, სროლის შედეგად, დაჭრილი ახალგაზრდები ჩანან - "მესამე ვერ დგება...ვაიმე, ხომ კარგად არის?"

ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, სა­დაც ვე­რა­ზე, სრო­ლის შე­დე­გად, დაჭ­რი­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი ჩა­ნან. მათი თა­ნაკ­ლა­სე­ლი, რო­მე­ლიც სა­ჭეს მარ­თავ­და იკი­თხავს: ცო­ცხა­ლია თუ არა უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი - ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი. დაჭ­რი­ლია საბა გრი­გო­ლი­აც.

"მე­ო­რე მხარ­შია დაჭ­რი­ლი და ის მე­სა­მეც ვერ დგე­ბა, ვა­ი­მე, ხომ კარ­გად არის?" - ის­მის ვი­დე­ო­ში.

სრუ­ლი სი­უ­ჟე­ტის ნახ­ვა შე­გიძ­ლი­ათ "ფორ­მუ­ლა­ზე".

მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში ბრლა­დე­ბუ­ლის დედა იმ ღა­მის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს, როცა მის­მა შვილ­მა არას­რულ­წლოვ­ნებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. დოდო ოდი­შა­რია ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდებს შე­ნიშ­ვნა ხმა­უ­რის გამო თა­ვად მის­ცა, თუმ­ცა ქალ­მა არ იცო­და რომ მისი შვი­ლი ყვე­ლა­ფერს ის­მენ­და.

ცნო­ბის­თვის, 22 ივ­ლისს ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი სრო­ლის დროს სულ ოთხი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. ოთხი­ვე მათ­გა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად, ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი, ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

42 წლის ნიკა კა­პა­ნა­ძემ ვე­რა­ზე არას­რულ­წლოვ­ნებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თავ­დას­ხმის მი­ზე­ზი მო­ზარ­დე­ბის სი­ცი­ლი გახ­და.