ღიმილისთვის მოკლული 17 წლის ბიჭი - კვირის პალიტრა

ღიმილისთვის მოკლული 17 წლის ბიჭი

მთელი საქართველო შეძრა შანიძის ქუჩაზე 22 ივლისის საღამოს დატრიალებულმა ტრაგედიამ - 42 წლის ნიკა კაპანაძემ ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში მყოფ არასრულწლოვნებს ცეცხლი გაუხსნა. 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მისი დაჭრილი ორი მეგობარი, საბედნიეროდ, გადარჩნენ და კლინიკაში მკურნალობენ. ასევე, დაიჭრა ქალი, რომელიც ტაქსით მგზავრობდა და ბრმა ტყვია მოხვდა.

თავად ნიკა კაპანაძე სპეცრაზმმა აიყვანა. არსებული ინფორმაციით, ის ოთახში ჩაკეტილი, ორი იარაღით ხელში წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. დაკავების ოპერაციისას მას ხელის მტევნები დაუზიანდა. ექიმების ინფორმაციით, ამპუტირებულია აქვს თითიც.

ტრაგედია 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, აკაკი შანიძის ქუჩა #31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დატრიალდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ბიჭებს მანქანა სასტუმროს წინ ჰქონდათ გაჩერებული, რომელიც ნიკა კაპანაძის დედას დოდო ოდიშარიას ეკუთვნოდა. ეს არ მოეწონა სასტუმროს მეპატრონეს და შენიშვნა მისცა.