30 ათასი ჩრდილოკორეელის მიმატებით პუტინის არმია ფრონტის ხაზის გარღვევას შეეცდება? - კვირის პალიტრა

30 ათასი ჩრდილოკორეელის მიმატებით პუტინის არმია ფრონტის ხაზის გარღვევას შეეცდება?

უკრაინის ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო ძალების დასახმარებალად შეიძლება 30 ათასამდე ჩრდილოკორეელი მებრძოლი ჩავიდეს...

ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ - “ვხედავთ რუსეთის თანამშრომლობასაც ჩრდილოეთ კორეასთან. რუსეთს კიდევ 30 ათასი ჯარისკაცის მიღება სურს ჩრდილოეთ კორეიდან: უკვე ივნისიდან ვორონეჟის ოლქში ემზადებიან მათ მისაღებად.

ასევე, ჩრდილოეთ კორეა გეგმავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების ახალი გამშვები დანადგარების გადაცემას”...

2-kor-1785079078.png
ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი უკრაინული FPV-დრონის სამიზნეში...

ასეთი რამ, რომ სრულიად შესაძლებელია, უახლესი ისტორიაც მეტყველებს, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლოდერმა კიმ ჩენ ინმა მეგობარ პუტინს 11 ათასზე მეტი ჩრდილოკორეელი მებრძოლი გაუგზავნა კურსკის ოლქში უკრაინის საექსპედიციო კორპუსის შეტევების მოსაგერიებლად და ამასთან რუსეთის არმიას მიაწოდა რამდენიმე მილიონი საარტილერიო ჭურვი, ათი ათასობით უმართავი რაკეტა და ასზე მეტი ბალისტიკური რაკეტა...

3-kor-1785079078.jpg
კიმ ჩენ ინი რუსეთის კურსკის ოლქში დაღუპული 2 300 ჩრდილოკორეელი სამხედროს მემორიალთან...

პუტინის არმიის მხარდაჭერა ჩრდილოეთ კორეას თავისი 2 300 მებრძოლის სიცოცხლედ დაუჯდა, კიდევ 6 ათასამდე კი დაიჭრა, მაგრამ მიუხედავად ამისა კიმ ჩენ ინი მაინც იგივეს გაიმეორებს და კიდევ უფრო მეტ ჩრდილოკორეელ სამხედროს გაუგზავნის პუტინს, ამჯერად უშუალოდ უკრაინის მიწაზე საომრად, რადგან ამით ფხენიანი უდიდეს სამხედრო-პოლიტიკურ და ფინანსურ მოგებას ნახულობს, რადგან მოსკოვიდან სამაგიეროდ იღებს მნიშვნელოვან ფინანსურ კომპენსაციას და რაც მთავარია ახალ სამხედრო ტექნოლოგიებს, რითაც აუმჯობესებს ჩრდილოკორეული ბალისტიკურ რაკეტებისა და წყალქვეშა ნავები ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს...

კურსკის ბრძოლებში ჩრდილოკორეის „ნათხოვარმა არმიამ“ მართლაც დიდი დანაკლისი განიცადა, რადგან ყოველი მეორე ჩრდილოკორეელი სამხედრო ან დაიჭრა ან დაიღუპა, თუმცა სამაგიეროდ კიმ ჩენ ინის არმიამ, რომელსაც 1953 წლის შემდეგ არ უბრძოლია, მიიღო თანამედროვე ომის კარგი გამოცდილება, რომელიც მას ძალიან წაადგება სამხრეთ კორეასთან შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში...

შესაბამისად, პუტინს უნდა ჰქონდეს კიმ ჩენ ინის დიდი იმედი,რომ ის ათი ათასობით თავის მებრძოლს მიახმარს რუსეთს, რათა კრემლმა სცადოს „გაყინულ“ ფრონტის ხაზზე გარღვევის დაწყება...