სოფელ ნასაგურში, სასაწყობე შენობაში ხანძარია - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

სოფელ ნასაგურში, სასაწყობე შენობაში ხანძარია - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში?

სოფელ ნასაგურში, სასაწყობე შენობაში ხანძარია.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კადრებს "ფეისბუქ გვერდი" "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.