“პანიკური შეტევები მქონდა...“ - 77 წლის ალა პუგაჩოვა ხელჯოხით და აჟიოტაჟი იურმალაში
მომღერალი ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე, კომიკოსი მაქსიმ გალკინი, იურმალაში ლატვიელი მომღერლის, ლაიმა ვაიკულეს მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ ღონისძიებას დაესწრნენ. ტრადიციულად, ალა ყოველ წელს ესწრება მისი მეგობრის - ლაიმა ვაიკულეს სახელობის ფესტივალს - Laima Rendezvous.
ფესტივალის გახსნაზე 77 წლის მომღერალი 50 წლის მაქსიმ გალკინთან ერთად მივიდა. კამერების წინაშე თეთრი, ფართო შარვლით, შავი მაისურითა და ნაცრისფერი ქურთუკით პოზირებდა. კრემისფერი ბერეტი ეხურა და თამამი მაკიაჟით იყო.
