დააკავეს პირი, რომელმაც გელა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ციხეში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახისგან, მათი გათავისუფლების დაპირების სანაცვლოდ, 11 300 ლარი აიღო - კვირის პალიტრა

დააკავეს პირი, რომელმაც გელა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ციხეში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახისგან, მათი გათავისუფლების დაპირების სანაცვლოდ, 11 300 ლარი აიღო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გეკა გელაძისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის, ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან, საპატიმრო დაწესებულებიდან მათი გათავისუფლებისა და შემდგომში საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების სანაცვლოდ, მოტყუებით სხვადასხვა დროს ჯამში 11 300 ლარი აიღო.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა