საკრებულოსთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

საკრებულოსთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია, და­ა­კა­ვეს ერთი პირი.

მო­ქა­ლა­ქე­ბი საკ­რე­ბუ­ლოს­თან იდ­გნენ ფურ­ცლე­ბით, რომ­ლებ­ზეც სხვა­დას­ხვა ტექ­სტე­ბი იყო და­ტა­ნი­ლი, მათ შო­რის უცენ­ზუ­რო ში­ნა­არ­სის.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია აქ­ტი­ვის­ტი, ნო­დარ წიწ­რი­აშ­ვი­ლი.

მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, გოგა მე­მა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, რომ მო­ქა­ლა­ქე “თეთრ ფურ­ცელ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რის გამო და­ა­კა­ვეს“, რა­ზეც მე­მა­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ ფერს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მი­სი­ვე თქმით, ერთი პირი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

"რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს თეთრზე იქ­ნე­ბა თუ შავ­ზე. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვაა. ვინც და­ა­შა­ვა, ის და­ვა­კა­ვეთ", - გა­ნუ­ცხა­და მე­მა­ნიშ­ვილ­მა "ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლისტს.მას, ასე­ვე, ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე და პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ქმე­დე­ბებ­ზე, რა­ზეც მე­მა­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, უნდა მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის უწყე­ბას და იქ­ნე­ბა რე­ა­გი­რე­ბა.

"თუ რა­ი­მე სა­ხის სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვაა, პო­ლი­ცი­ე­ლის მხრი­დან გა­დაც­დო­მა, შე­სა­ბა­მის უწყე­ბას შე­გიძ­ლი­ათ მი­მარ­თონ, თუ რამე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გაქვთ, რე­ა­გი­რე­ბა იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან.

ასე­ვე, კი­თხვა­ზე, 26 ივ­ლისს მომ­ხდა­რი და­კა­ვე­ბის დროს იძა­ლა­და თუ არა და­ვით მა­მა­გე­იშ­ვილ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე, მე­მა­ნიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­კა­ვე­ბი­სა თუ შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბი მას არ უნა­ხავს."[გუ­შინ­დე­ლი და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი] არ მი­ნა­ხავს და არ ყო­ფი­ლა მსგავ­სი რამ. თუ ასე­თი რამ მოხ­და, შე­სა­ბა­მის უწყე­ბას წა­რუდ­გი­ნეთ. მი­მარ­თა [ვინ­მემ შე­სა­ბა­მის უწყე­ბას]? მე ვერ ვხე­დავ აქ [კად­რებ­ში] დარ­ღვე­ვას. თუ თქვენ თვლით, რომ ეს დარ­ღვე­ვაა, შე­სა­ბა­მის უწყე­ბას მი­მარ­თეთ. თუ ფიქ­სირ­დე­ბა, რომ რა­ი­მე სა­ხის გა­დაც­დო­მაა პო­ლი­ცი­ის მხრი­დან, მა­შინ მიბ­რძან­დით და წა­რუდ­გი­ნეთ, შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა... სად ნა­ხეთ [კად­რებ­ში] ქა­ლის თმით თრე­ვა? პირ­ვე­ლად ხომ არ ხდე­ბა თქვე­ნი [ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის] მხრი­დან, რომ აბ­რა­ლებთ რა­ღა­ცებს?" - მი­მარ­თა მე­მა­ნიშ­ვილ­მა “ტვ პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლისტს.

ცნო­ბის­თვის, 10 პირი და­ა­კა­ვეს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს­თან, გუ­შინ, 26 ივ­ლისს. შსს-ს ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებს "შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბი ეჭი­რათ ხელ­ში”. ისი­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით და­ა­კა­ვეს, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას გუ­ლის­ხმობს.