"გაფრთხილება!.. ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ის არის, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა ხში­რად არც კი იცის, რა ნივ­თი­ე­რე­ბას იღებს" - ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე მოქალაქეებს მიმართავს - კვირის პალიტრა

"გაფრთხილება!.. ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ის არის, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა ხში­რად არც კი იცის, რა ნივ­თი­ე­რე­ბას იღებს" - ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე მოქალაქეებს მიმართავს

ნარ­კო­ლო­გი, ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე მო­ქა­ლა­ქე­ებს აფრ­თხი­ლებს და წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­რი­გი სა­ხი­ფა­თო კა­ნა­ბი­ნო­ი­დი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან გარ­თუ­ლე­ბებს და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში სიკ­ვდილ­საც იწ­ვევს.

ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე:

"გაფრ­თხი­ლე­ბა!

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოჩ­ნდა და ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად იყი­დე­ბა ტე­ლეგ­რამ არ­ხებ­ზე ახა­ლი, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სინ­თე­ზუ­რი კა­ნა­ბი­ნო­ი­დი ("სპა­ი­სის“ ტი­პის ნივ­თი­ე­რე­ბა). ასე­ვე k2 სა­ხე­ლით იყი­დე­ბა. ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­რი­ხუ­ა­ნა. ასე­თი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი და ბევ­რად უფრო სა­ში­ში იყოს. მათი გა­მო­ყე­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მძი­მე ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კებ­თან.შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბია:

• ძლი­ე­რი შფოთ­ვა და პა­ნი­კა;

• ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი და ფსი­ქო­ზი;

• აგ­რე­სია;

• კრუნ­ჩხვე­ბი;

• გო­ნე­ბის და­კარ­გვა;

• სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა;

• ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში – სიკ­ვდი­ლიც.

ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ის არის, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა ხში­რად არც კი იცის, რა ნივ­თი­ე­რე­ბას იღებს, რად­გან "სპა­ი­სის“ შე­მად­გენ­ლო­ბა მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა და ასე­ვე ის და­აქვთ სხვა სტი­მუ­ლა­ტო­რებ­ზე მე­ფედ­რონ­ზე ალ­ფა­ზე და სხვა სტი­მუ­ლა­ტო­რებ­ზე რაც კიდე უფრო ამ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბას!

თუ თქვენ ან თქვენს ახ­ლო­ბელს ასე­თი ნივ­თი­ე­რე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ და­ე­წყო უც­ნა­უ­რი ქცე­ვა, გო­ნე­ბის და­ბინ­დვა, კრუნ­ჩხვა ან სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი – და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ი­ძა­ხეთ 112.გთხოვთ, გა­ა­ზი­ა­რეთ ეს ინ­ფორ­მა­ცია. ერთი გა­ზი­ა­რე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­როს", - წერს ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე.